x
რა არის სიზმარი?

რა არის სიზმარი?



სიზმარი ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა (ძილში სიზმრის შინაარსს სუბიექტი რეალობად განიცდის). ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. ამაზეა დამყარებული სიზმრის ექსპერიმენტული გამოწვევა სუსტი ოპტიკური (დანახვით), აკუსტიკური (სმენითი) ან შეხებითი გამღიზიანებლებით, ფანტაზიის გამოვლენის ტოპირი ფორმები განსაკუთრებით ფართოდ ვლინდება გაბმულშინაარსიან სიზმარში, ზოგჯერ კი ალეგორიული მნიშვნელობის წარმოდგენათა სახითაც. ასეთ სიზმარში უნებლიე ფანტაზიას აამოქმედებს ხოლმე ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება (ორგანული ან მაღალპიროვნული). სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. მაგ., სასურველს; შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რის რიდი და შიშიც გვაქვს.


ზოგჯერ სიზმარში ფანტაზია აგრძელებს იმ მოქმედებას, რომლის ინტენსიური შესრულებისას ცხოვრებაში მოჰყვა ამ მოქმედების განწყობის ფიქსაცია (მაგ: მთარგმნელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში თარგმნიდა, სიზმარშიც ამას აკეთებს). სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს.


მოწინავრე მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის. სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ყველაზე უკეთ ეს აზრი ი.სეჩინოვმა გამოთქვა. მან სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია“ უწოდა. სიზმრის ფიზიოლოგიის, მისი შინაგანი მექანიზმის სრული ახსნა შესაძლებელი გახდა უმაღლესი ნერვული მოქმედების მოძღვრების დახმარებით, კერძოდ, შეკაების პროცესის თავისებურებათა გაგების შედეგი. ცდებმა აჩვენა, რომ ნერვული უჯრედის აგზნების მდგომარეობიდან სრულ შეკავებაში გადასვლა და, პირუკვუ, ხდება რიგი შუალედური ე. წ.ჰიპნოზური ფაზებით როდესაც ძილი ღრმაა, სიზმრებს არ ვნახულობთ, მაგრამ თუ ტვინის ცალკეულ უჯრედებსა და უბნებში შეკავების ძალა რაიმე მიზეზით სუსტდება, და სრულ შეკავებას შეენაცვლება ერთ-ერთი გარდამავალი ფაზა, ვხედავთ სიზმრებს. განსაკუთრებით საინტერესოა პარადოქსული ფაზა. ამ ფაზაში მყოფი უჯრედები სუსტ გაღიზიანებას უფრო ინტენსიურად პასუხობენ, ვიდრე ძლიერს, ზოგჯერ კი გაღიზიანებას, საერთოდ, არ პასუხობენ. პარადოქსულ ფაზაში მყოფ ქერქის უჯრედებში ძველი განცდების ან შთაბეჭდილებების ნახევრად წაშლილი კვალი შეიძლება გადაიქცეს სუსტ გამღიზიანებლად; ამ შემთხვევაში ის, რაც უკვე დიდი ხანია დაგვავიწყდა, ადამიანის ტვინში წარმოშობს მშვენიერ და ამაღელვებელ წარმოდგენებს, ისე, თითქოს მათ ცხადში ვხედვადე. დიფუზური შეკავების ფონზე ძილის დროს ტვინში ხშირად ჩნდება აგზნების კერები. ისინი დაკავშირებულია სურვილებთან და მისწარაფებებთან, რომლებზეც მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდით. ეს მექანიზმი (ფიზიოლოგები მას მთვლემარე დომინანტის გამოცოცხლებას უწოდებენ) უდევს საფუძვლად იმ იშვიათ სიზმრებს, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ჩანაფიქრი და ოცნება ასრულებულია. ტვინი ძილის დროს თავისებურად მოქმედებს და ეს მოქმედება მკვეთრად განსხვავდება სიფხიზლის დროს მის მოწესრიგებული მოქმედებისაგან. როდესაც ადამიანი ფხიზელია, გარემოს ნათლად, კრიტიკულად აღიქვამს, აანალიზებს საკუთარ ქცევებსა და აზრებს. ყოველივე ეს ხდება დიდი ტვინის ქერქის სხვადასხვა ნაწილების შეთანხმებული მუშაობით. ძილში კი ტვინის ნაწილები შეუთანხმებლად, ქაოსურად მოქმედებენ. ტვინის ქერქის უდიდესი ნაწილი სრული შეკავების მდგომარეობაშია, ალაგ-ალაგ კი ჩართულია ნერვიულ უჯრედთა ცალკეული უბნები, რომლებიც გარდამავალ ჰიპნოზურ ფაზაში იმყოფებიან. ამავე დროს შეკავების პროცესი ადგილს ინაცვლებს ქერქში და იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ სრული შეკავება იყო, უცებ თავს იჩენს ნაწილობრივი აგზნება და პირიქით.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0