საქართველო
"თაკო გეყოფა… გრცხვენოდეს!" - ,"ანზორ, მეგონა "ამ სიტყვებს" ნიკას ეტყოდი" - დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და ანზორ მელიას შორის
2022, 19 ნოემბერი, 19:30
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ვერხლისწყლის აღმოჩენის ფაქტს საგანგებო პოსტით გამოეხმაურა და "ენმ"- ეს მოქმედი თავმჯდომარე არც თუ სასიამოვნო კონტექსტში მოიხსენია. დეპუტატს, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ მხოლოდ ერთი ფრაზით უპასუხა - "თაკო გეყოფა. გრცხვენოდეს!". მელიას გაღიზიანება ჩარკვიანის ამ ფეისბუქპოსტს მოჰყვა:
"სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, ვერცხლის წყალია აღმოჩენილი. ახლა ვისაც გახსოვთ ჩემი ბრიფინგი ერთი წლის წინანდელი -გამოვიდა ინფორმაცია მოწავლა და “დემორალიზება “უნდათ თქო ( გახსოვთ ალბათ)ჰოდა, ნიკა მელიას ისტერიულმა “უანგარო დამცველებმა” ( კიდევ ვინც შემორჩით) გააგრძელეთ კედელ-კედელ ჩემი ლანძღვა, ჩემს მიერ გაკრიტიკებული, არაფრის მაქნისი და მელიას მიერ შექმნილი უმოქმედო პროცესის გამო.
პარტიის დამფუძნებელი ( პუტინის პირადი პატიმარი )მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და “გულდაწყვეტილია” თურმე….. გააგრძელეთ “ბატონებო და ქალბატონებო” მელიას “გულმხურვალე გულშემატკივრობა”- სირცხვილია სხვა თუ არაფერი!!!!!დღეს უმოქმედობა - მკვლელობაში თანამონაწილეობაა!" - დაწერა "კანონი და სამართლის" ლიდერმა, რომელმაც უყურადღებოდ არც მელიას კომენტარი დატოვა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მამას ასეთი პასუხი გასცა:
"Anzor Melia ანზორ მეგონა “ამ სიტყვებს”ნიკას ეტყოდი, მაგრამ ვხედავ არ იცი ყველაფერი, რაც იკადრა ნიკამ პირადად ჩემს მიმართ და ( ოჯახის მიმართ), ასე რომ ამიტომ აღარ გიპასუხებ, თავად ნიკას კი არ ეყოფა -არ ჰყოფნის ვაჟკაცობა ყველაფერი თავად მოგიყვეს. სამწუხაროა….. თუმცა შენს მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს შეიცვლება- შენს ამ კომენტარს ასე მივიღებ: ყველაფერი არ იცი ანუ არ ცოდნა არ ცოდვაა".
ცნობისთვის, დღეს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა - ვერცხლისწყალი, ბარიუმი და ტალიუმი.