საქართველო რას აკეთებდა რუსეთი ქართველების კვალი რომ წაეშალა... 2022, 19 ნოემბერი, 13:30 მიამიტი ქართველებისთვის, ვისაც რუსეთის ერთმორწმუნეობის წყალობით საქართველოს გადარჩენის მიამიტური იმედი ჯერ კიდევ შემორჩენიათ. ჩახედეთ თვალებში დღევანდელი ყარაჩაის ტერიტორიაზე ჩვენი წინაპრების მიერ მეცხრე საუკუნეში აშენებული სენტის ქართული მონასტრის კედელზე გამოსახულ უნიკალურ ფრესკას. ჩახედეთ თვალებში და გულწრფელად უთხარით, რომ თავის დროზე ქართველებით დასახლებული ეს ისტორიული ქართული მხარე და ეს ქართული სოფელი, რომელშიც ეს ეკლესია დგას, 1563 წელს რუსეთს არ გაუნადგურებია, დაარწმუნეთ, რომ მეცხრე საუკუნეში ქართველი ვაჟკაცის ხელით აშენებულ ტაძარში მოხატული ქართული ფრესკა მეცხრამეტე საუკუნეში რუსებმა არ გადაღებეს. ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული სულის მიზანმიმართული, მრავალიარუსიანი განადგურება ერთმორწმუნემ მე 16 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოსკოვის სახელმწიფომ ყაზანისა და ასტრახანის სახანოები შემოიერთა, თავისი საზღვრები უკვე კავკასიას მიუახლოვდა. რუსეთმა დაიწყო ზრუნვა კავკასიაში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისათვის. ისინი მოქმედებდნენ ფრთხილად და მიზანდასახულად. საჭიროების შემთხვევაში აგრესიულ ნაბიჯებსაც დგამდნენ. რუსეთის პოლიტიკის შედეგად 1557 წელს ყაბარდო შეუერთდა რუსეთს, ხოლო 1561 წელს ყაბარდოს დიდი ბატონის თემუყვას ასული ცოლად შეირთო ივანე მრისხანემ, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა რუსეთის პოზიციები ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ ამ დროიდან, იწყება ქართველთა პოზიციების შესუსტება ჩრდილოეთ კავკასიაში. ამის დასტურია ნიკონის მემატიანის დამატება, რომლის თანახმად, 1563 წელს რუსეთის მეფემ ივანე მეოთხემ-მრისხანე თავისი სიმამრის, ყაბარდოს მფლობელის თემურყვას დაუმორჩილებელ ტომებთან მოსალაპარაკებლად გაუშვა გრიგორი სემიონოვი. ასევე სიმამრის დასახმარებლად გააგზავნა 500 შვილდოსანი გიორგი ვრაჟსკოის ხელმძღვანელობით და 500 კაზაკი - 5 ატამანის ხელმძღვანელობით. ნიკონის მემატეანის დამატებაში ჩვენთვის მთავარ ყურადღებას იმსახურებს ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ყაბარდოელებმა მეფის მებრძოლებთან ერთად აიღეს ქალაქები: მოხანი, ენგირი-ენგური? კავანი-ყუბანი? იბრძოლეს 11 დღე და დაიპყრეს „კაბაკოვ შმანსკიხ ი სონსკიხ სტო შესტ დესიატ ჩეტირე“ ანუ 164 სვანური დასახლება /Полное собрание русских летописей, XIII, 2-я половина. СПб., 1906, стр. 370-371/. 164 ქართული დასახლება გაანადგურეს. მათ შორის სოფელი სენტი, იქაური ეკლესია მონასტრები, ციხე კოშკები იავარქმნეს, რომ იქ ქართული სული აღარასდროს აღარ გახარებულიყო. ამით სრულიად ქრისტიანული ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ-დასავლეთი ნაწილი ქართულ ქრისტიანულ უბეს გამოგლიჯეს და რუსეთის ნებით თუ უნებურად გაამუსულმანეს. იქ არსებული უამრავი ქრისტიანული ძეგლები ისტორიულად ოსეთის არ არსებულ ეპარქიას მიაკუთვნეს და ქართველთა კვალი რომ წაეშალათ, ჯერ აქა იქ შემორჩენილ ფრესკებზე ქართული ასომთავრული წარწერები გააქრეს, შემდეგ კი ეს უნიკალური ფრესკებიც გადაღებეს. კარგად ჩახედეთ ამ ფრესკას თვალებში! გოჩა ჭელიძე ![]() 132 1-ს მოსწონს 1-ს არა
|