x
მეტი
  • 30.11.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355495
  • სურათი:496584
ცნობილია ყვარელში მოკლული ახალგაზრდას ვინაობა
image

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოკლული ახალგაზრდას ვინაობა ცნობილია.იგი 25 წლის არჯევნიშვილია, რომელიც სოფელ ენისელში ცხოვრობდა. ის საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.



მამის თქმით, მან შვილის მკვლელობის შესახებ გამომძიებლისგან გაიგო.


როგორც კახეთის ხმა იუწყება, წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა 25 წლამდე ახალგაზრდა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.



სოფელ შილდაში ერთ-ერთ ოჯახში ახალგაზრდები ქეიფობდნენ და სწორედ იქ დატრიალდა ტრაგედია.


მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მოკლული 25 წლის გიგა არჯევნიშვილის მამა ამბობს, რომ მის შვილს რაიმე სახის კონფლიქტი წარსულში სავარაუდო დამნაშავესთან არ ჰქონია. უფრო მეტიც, ისინი შორეული ნათესავები იყვნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.


"დილას დამირეკა გამომძიებელმა. არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბიცოლაჩემის ძმისშვილი იყო. არაფერი არ ვიცი. შილდაში მოხდა, " - ამბობს მოკლულის მამა დავით არჯევნიშვილი.


2
160
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
160
  
23 ნოემბერი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 ნოემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2