x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ინგლისურად გადამიხადა მადლობა, მე კი ქართველი მეგონა... ისევ მადლიერებით შეხედა ცალფეხა კაცს, რომელმაც სკამი დაუთმო" -ოლიკო ცისკარიშვილი

image

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ლექტორი და ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში მეტროში გადამხდარ ამბავს სოციალური ქსელში გვიზიარებს:


მოვდივართ, მე და ჩემი სტუდენტი მეტროთი, ვაგზალზე, გადასასვლელზე, კიბებთან, ჩუმი კივილი გავიგე და ვიღაც ჩამომეკიდა მხარზე, ფეხი გადაუტრიალდა ძალიან გამწარდა. ვაწყნარებ: მოტეხილი არაა, ნახე ატრიალებ, უბრალოდ, დაგეჭიმა. ის კიდევ ტკივილისგან იკეცება, ლამისაა ძირს დაჯდეს. იქვე ახალგაზრდა, ცალფეხა კაცი მოწყალებას ითხოვდა, აიღეთ ჩემი სკამი, სკამზე დასვით, რამდენჯერმე გვთხოვა და სკამი ჩვენსკენ გამოაცურა. ქალმა გაოცებულმა ჯერ იმას შეხედა, მერე მე და წამოდგა. "ნახე, ფეხს ადგამ, " - ველეპარაკები, - "ნუ გეშინია, " - ვაწყნარებ. - "დამეყრდენი და ისე ჩავიდეთ, " - ხელს ვუწვდი. დამეყრდო და ბაქანზე ჩავედით. ინგლისურად გადამიხადა მადლობა, მე კი ქართველი მეგონა. ისევ მადლიერებით შეხედა ცალფეხა კაცს, რომელმაც სკამი დაუთმო და ჩუმად თავი დაუკრა, ხოდა, რა მინდა ვთქვა: ვერაფერი, ვერაფერი ვერ მოგვერევა, ვიდრე სხვისი ტკივილი გვეტკინება და ვიდრე ჩვენ თავად გაჭირვებულები, სხვას სიკეთის ხელის გაწოდება შეგვიძლია... ისეთი მაგარი კადრი იყო და როგორ ვერ გადავიღე"-წერს ოლიკო ცისკარიშვილი.
1
217
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
217
  
2022, 23 ნოემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1