x
image
თეონა გორდეზიანი
ვინ იყო ანეტა ანდრონიკაშვილი და რა შეემთხვა ....

ანეტა ანდრონიკაშვილი (1891-1916) პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, როგორც მოწყალების და, ფრონტის წინა ხაზზე გაემგზავრა.ანეტა ფრანგულ გემზე, მცურავ ჰოსპიტალ „პორტუგალზე“ მსახურობდა.1916 წელს „პორტუგალს“ ჩასაბმელით რამდენიმე ნავი მოჰყავდა, რათა სანაპიროდან ხომალდზე დაჭრილები აეყვანა. თურქეთის სანაპიროსთან გემი შეჩერდა, რადგან ერთი ნავი იძირებოდა და უნდა შეეკეთებინათ. ხომალდის ეკიპაჟმა დაინახა გემს როგორ მიუახლოვდა წყალქვეშა ნავი.„პორტუგალი“ დაცული იყო ჰააგის კონვენციით და ამიტომ თავდაცვითი ზომები არ მიიღეს.გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედო ესროლა და ორ ნაწილად გახლიჩა.ხომალდმა ჩაძირვა დაიწყო.24 წლის ანეტა ანდრონიკაშვილმა თავისი მაშველი რგოლი მოიხსნა და უცნობ ბავშვიან ქალს გადასცა ისე რომ არც დაფიქრებულა.ბოლოს ის ანძასთან დაინახეს, თუ როგორ მოიხსნა ორივე ხელით მოწყალების დის თავსაბურავი და ცისკენ აიხედა.ანეტასთან ერთად საშინელ ტრაგედიას 112 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.მისი სხეული ზღვამ სამშობლოდან შორს 20 დღის შემდეგ გამორიყა.ბერძენმა ბერებმა იპოვნეს ანეტას ცხედარი, წესი აუგეს და იქვე დაკრძალეს.


შავ ზღვაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.საერთაშორისო მედიაშიც ბევრი დაიწერა ანეტა ანდრონიკაშვილის სამაგალითო გმირობაზე.ჟენევის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ წითელი ჯვრის ყველა კომიტეტს მიმართა და მოითხოვა გერმანელთა დანაშაულზე პროტესტის გამოთქმა და დამნაშავეთა დასჯა.


ფოტო ბაბო დადიანის კოლექციიდან.

image
0
117
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0