x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კორუმპირებული ყაჩაღი კიდევ უფრო ღრმად გვიძვრება ჯიბეში"- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ წერს თუ როგორ დააჯარიმა მერიის თანამშრომელმა 50 ლარით პრაქტიკულად ორღობეში მანქანის 2 წუთით გაჩერებისთვის:


"კორუმპირებული ნაძირალა ყაჩაღი კალაძე კიდევ უფრო ღრმად გვიძვრება ჯიბეში. ვიხდი მანქანის პარკირების წლიურ გადასახადს, ვიხდი ზონალურ–საათობრივი პარკირებისას აპლიკაციით. ახლა ჩემი სამსახურის შემოსახვევში, სადაც ფაქტიურად ორღობეა, არც არანაირი პარკინგია, არც სხვა არაფერი, (ვინც იცით კი დამეთანხმებით) ორი წუთით შევაჩერე, გადავედი მაღაზიაში, მოვედი და დამხვდა 50 ლარიანი ჯარიმა.


თურმე გორგასალზე, ცენტრალურ გზაზე ამოსახვევში აყენია პარკინგის ამკრძალავი ნიშანი. დადიან ქალები და უკვე ორღობეებში აჯარიმებენ ხალხს. მოგ@@@@ანთ თქვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და თქვენი ბანდიტი მერია, ჩემისთანების სიმწრით გადახდილი გადასახადებით და ჯარიმებით რომ ჩასუქდით მანდ. და კიდევ, ვისაც ჯარიმების გაზრდა და ხალხის წამება გიხარიათ (ეგეთი დებილებიც ხომ არსებობთ, ვითომ წესრიგს რომ გულშემატკივრობთ), თქვენი ჭკუაც კიდევ!" - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

0
272
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
272