x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მადლობა დედას, რომელიც აცრემლებული თვალებით მირეკავდა და მამას, რომელიც ზეციდან მფარველობს.." - სტუდენტი ნიკა შარია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა
image

სტუდენტი ნიკა შარია 12 წარჩინებული სტუდენტიდან ერთ-ერთია, რომელსაც შოთა არველაძის ფონდის დახმარებით ნეაპოლში მოგზაურობა მოუწყვეს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ნიკა შარია ფეისბუკზე ამაღელვებელ სამადლობელ პოსტს აქვეყნებს:




„არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელში დიდი ტექსტების წერით, მაგრამ ნეაპოლურ თავგადასავალზე რამდენიმე სიტყვით უნდა მოგიყვეთ...


ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ საღამოს ქ-ნი ეკა ხოფერია მირეკავს და მეუბნება, რომ ამა და ამ დღეს ყველა მიზეზს გარეშე მივსულიყავი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რადგან გრანდიოზული სიურპრიზი მელოდა.



გათენდა "სიურპრიზის დღეც". მოლოდინი დიდი მქონდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს 101%-ით გადააჭარბა. შევხვდი და აზრები გავცვალე ისეთ ადამიანებთან, როგორებიც ეკა ხოფერია, აჩი არველაძე, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე და სხვები არიან.


ასეთი ადამიანების გარემოცვაში, როდესაც ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვიყავი დიდი მონიტორიდან ჩაგვერთოშოთა არველაძე შეკრებილ ბავშვებს მოგვილოცა სტუდენტობა და გვამცნო, რომ 12 საუკეთესო სტუდენტი მივფრინავდით ნეაპოლში, დავესწრებოდით ნაპოლი-უდინეზეს თამაშს, შევხვდებოდით ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას, დავათვალიერებდით ღირსშესანიშნავ ადგილებს და ა.შ.

image

შოკში ვიყავი!


თვითონ მოგზაურობაზე ბევრს ვერაფერს დავწერ, რადგან ყველაფერი ისეთი ზღაპრული იყო, სიტყვებით გადმოცემა რთულია.


ყველაფერი საოცარი იყო, არქიტექტურიდან, ისტორიიდან დაწყებული ვაჭრებით დამთავრებული, რომლებიც სუვენირებს გვჩუქნიდნენ, მაგრამ სახლში დასაბრუნებლად 10 ევრო უნდა მიგვეცა შოთი საოცარი ადამიანია, გულისხმიერი და მოსიყვარულე, ხვიჩა კი თავმდაბალი, მორიდებული, თითქოს მე უფრო თამამად ვიყავი ხვიჩასთან ვიდრე ის ჩემთან...

image

მონაწილეებს რაც შეეხება, მათ გარეშე ეს მოგზაურობა მსგავსად არ დამამახსოვრდებოდა. ყველა მათგანი მიყვარს და მადლობა, რომ ნეაპოლური მოგზაურობა ასეთი დაუვიწყარი გავხადეთ ერთმანეთისთვის მადლობების დროც მოვიდა და მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება ამ საოცარ მოგზაურობაში მიმეღო მონაწილეობა.


მადლობა ჩემს ძმას - ირაკლი შარიას, რომელიც სულ გვერდით მედგა და ამის იმედი მომავალშიც მაქვს.


დედას, რომელიც აცრემლებული თვალებით მირეკავდა და მილოცავდა წარმატებას და მამას, რომელიც დარწმუნებული ვარ ზეციდან მფარველობს და უხარია ჩემი წარმატება.


მადლობა მეგობრებს, ნათესავებს, ყველას, ვისაც ჩემი წარმატება გაუხარდა და მგულშემატკივრობდა. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს, რომ მეტი და მეტი გავაკეთო და არ გავჩერდე.


ამასობაში საკმაოდ დიდი პოსტი გამომივიდა იმედია არ მოგბეზრდათ კითხვა. ახლა კი უნივერსიტეტში უნდა წავიდე.


მიყვარხართ, მომავალ შეხვედრამდე“, - წერს შარია.


0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0