x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წესად არ მაქვს ბრიყვებს პასუხები გავცე, მაგრამ…" - მაია ნადირაძე თინა ხიდაშელს

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, მაია ნადირაძესა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს შორის ურთიერთდაპირისპირება ნადირაძის "საჯარო პოლიტიკაში" სტუმრობისას სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით გაკეთებულ ამ განცხადებას მოჰყვა:


"ყველაფერს მივედ-მოვედოთ და არაფერი ვთქვათ, მოდი, ვთქვათ. ყველაფერი თვლადია, ხომ. ერთი გირგვლიანი შეიძლება, ვიძახოთ იმდენ ხანს, რომ… ეს იყო, ვაღიარეთ ყველა თვალსაზრისით, ყველა საკანონმდებლო ინსტანციით, ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც კანონით იყო, ხომ. არა, ეგრე არა, უნდა ჩამოგეხრჩოთო, სააკაშვილი უნდა დაგეკიდათ ფეხებითო, მოთხოვნა იყო ეს. ხომ თვლადია ყველაფერი. ერთ გირგვლიანზე, თუ კიდევ ვიღაცას ამბობენ ხოლმე ერთს. მას შემდეგ რამდენი ასეთი მოხდა. ის ხალხი რატომღაც ასე არ რეაგირებდა", – განაცხადა ნადირაძემ "ტვ პირველის" ეთერში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და მას შემდეგი შინაარსის პოსტი მიუძღვნა:


"ღმერთო დიდებულო, ისევ ბედავს, ისევ ლაპარაკობს, ვერაფერი გაიგო, ნული წუხილი, ნული სინანული და რამდენია კიდევ ამ აზრსა და განწყობაზე


აი ასეთი ხალხი ხელისუფლებაში რომ გყავს ევროკავშირის წევრობას კი არა, ევროკავშირის ქალაქების გუგლში დათვალიერებას უნდა გვიკრძალავდნენ


არადა ორი-სამი კი არა, მთელი ლეგიონია მსგავი პოლიტიკაში"-ხიდაშელის სტატუსს ამჯერად, უკვე ნადირაძე გამოეხმაურა, რომელმაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს მისი "დანაშაულებები" შეახსენა და მას "პოლიტიკური ბეცი" უწოდა:


"წესად არ მაქვს ბრიყვებს პასუხები გავცე, მაგრამ ამჯერად სხვა გარემოებაა.


ტვ პირველის ეთერში ჩემ ნათქვამს გამოხმაურებია თინა ხიდაშელი. როგორც ჩანს, პოლიტიკური ბეცის ამპლუაში ყოფნამ ააღელვა და, არც მეტი და არც ნაკლები, რაკი სხვა ვერაფერზე რეაგირებს, ისევ “გირგვლიანის საქმეს” მიახტა.


აქვე ვიტყვი, რომ ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, ვერ მოვახერხე ობიექტური მიზეზის გამო – ანუ, სათანადოდ ვერ გამოვხატე წუხილი და სინანული. ასევე არ მითქვამს მსგავს საქმეებზე ივანიშვილის ყოფილი ადეპტების გულგრილობაზე და მათ პათოლოგიამდე მისულ ობსესიურობაზე.


ვწუხვარ, ვწუხდი და მუდმივად შემაწუხებს ეს ამბავი, განსხვავებით პოლიტიკურად ბეცი ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან, რომლისთვისაც ეს ტრაგედია პოლიტმუშაკური ფინტია. ეს ის მინისტრი და საზოგადო მოღვაწეა, რომელიც რუსი ოლიგარქით ისე იყო აღფრთოვანებული, რომ ვერ “შეამჩნია” მისი მინისტრობის დროს როგორ გააცუკცუკეს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სია სამინისტროდან და მტერს გადასცეს (არც გაბედოთ თქვათ, რომ ეს მერე მოხდა – მერე გამჟღავნდა, თორემ მოხდა “დიდი თინას” დროს).


საკუთარ დანაშაულებს მიხედეთ და თან ისეთს, მონანიებას რომ არ ექვემდებარება. და ვიდრე ღმერთს ახსენებთ და თავში ხელს შემოირტყამთ, პატივცემულო თინა, რომ თურმე ჩემნაირების ლეგიონია ქვეყანაში, საკუთარ მანქურთებს გადაავლეთ თვალი და გაიხსენეთ ვისი მეცადინეობით ვართ ამ დღეში, სადაც ვართ. თუ რამე არ გახსოვთ, არ დაგზარდებით და ყველაფერს გაგახსენებთ."- ვკითხულობთ ნადირაძის პოსტში.

0
798
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
798