საზოგადოებრივი პერუში აღმოჩენილმა გასაღებმა, შეიძლება, ღმერთების სამყაროს კარიბჭე გახსნას 2022, 21 ნოემბერი, 9:16 დიდკისებური გასაღებები — პერუში ნაპოვნი უნიკალური არტეფაქტები. როგორ და ვის მიერ არის დამზადებული — მკვლევარებისთვის დიდი საიდუმლოა. ბევრს სჯერა, რომ ისინი, არამიწიურ სამყაროში გასასვლელი კარიბჭის გასაღებებია. პირველად ეს კბილანებიანი ლითონის დისკები, თავის წიგნში, პროფესორმა რაფაელ ლარკო ჰოილმა (Rafael Larco Hoyle) აღწერა. რა თქმა უნდა, ოფიციალური არქეოლოგია მას რიტუალურ ნივთებად მოიხსენიებს. მაგრამ, რომელ რიტუალში შეიძლებოდა დისკების გამოყენება, დაკონკრეტებული არ არის... თუმცა, არის სხვა ვერსიაც, ბევრად უფრო საინტერესო. ეს დისკები, შეიძლება, ღმერთების კარიბჭის გასაღებები იყოს. ღმერთების კარიბჭე — უზარმაზარი ქვის კარიბჭეა მთაში, ტიტიკაკას ტბასთან ახლოს. ის კლდეშია გამოკვეთილი და ორი შესასვლელის კონტური აქვს: პატარა — ადამიანებისთვის, რომლის სიმაღლე 1, 7 მ-ია და დიდი — ღმერთებისთვის, 7 მ-ის სიმაღლით. ინდური ლეგენდების მიხედვით, ცნობილია, რომ ეს კარიბჭე ადრე ღია იყო და ღმერთების სამყაროდან, ადამიანების დასახმარებლად, სხვადასხვა ღვთაებები და გმირები გამოდიოდნენ. ადამიანსაც შეეძლო იმ სამყაროში შესვლა, მაგრამ ამისთვის, მას გასაღები უნდა ჰქონოდა — ოქროს მზის დისკი, რომელიც კარიბჭის მცველებისთვის უნდა გადაეცა. კონკისტადორების მოსვლამდე, ცოტა ხნით ადრე, კარიბჭე მეორე მხრიდან დაიხურა. მაგრამ, ერთ-ერთმა ქურუმმა ტაძრიდან გასაღები მოიპარა და მთებში მოასწრო გაქცევა, სადაც რიტუალების საშუალებით, კარიბჭეს «აქტივირება» მოახერხა და როცა ის გაიხსნა, შიგნიდან მოლურჯო შუქი გამოვიდა. ქურუმი ღმერთების სამყაროში შეუშვეს, რადგან მან გასაღები კარიბჭის გუშაგებს მისცა. ამის შემდეგ, ის ისევ დაიკეტა. დარჩა, თუ არა კიდევ გასაღები — უცნობია. თუმცა, ზემოთ ხსენებული დისკები, შესაძლოა გასაღები, ან მისი იმიტაცია იყოს, რადგან ლეგენდებში ნათქვამია, რომ გასაღები ოქროსი იყო. ეს არტეფაქტები კი, ბრინჯაოსგან არის დამზადებული. თუმცა, ფორმით, ნამდვილად ჰგავს მზეს. შესაძლოა, ეს გასაღების ნიმუშები იყოს, ან ქურუმების მიერ, მეხსიერებით, საჭირო გასაღები აღდგინის მცდელობა. არხის სხვა სიახლეები:* აკრძალული არქეოლოგია - რას გვიმალავენ მეცნიერები?* მან მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნა* შეურიეთ 2 ინგრედიენტი და დაივიწყეთ პრობლემა! – საუკეთესო საშუალება ქუსლებიდან ნადების და ნახეთქების მოსაცილებლად* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით* უჩვეულო და სასარგებლო ნივთები, რომლის შეძენა ნამდვილად მოგინდებათ* მსოფლიოს 12 არმია, ყველაზე უცნაური სამხედრო ფორმით* ფანტასტიკური კადრები ეგზოტიკური ქვეყნებიდან (35 ფოტო)1255 4-ს მოსწონს
|