x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ის იყო ახალგაზრდა და ფული სჭირდებოდა" - დემი მურს უხამსი ფოტოები გაუხსენეს
image

გასულ კვირას(11 ნოემბერს)ჰოლივუდის ვარსკვლავმა, დემი მურმა 60 წლის იუბილე აღნიშნა.




მამაკაცთა პოპულარულმა ჟურნალმა MAXIM-მა ჰოლივუდის ვარსკვლავს განსხვავბეულად მიულოცა დაბადების დღე საარქივო ფოტოები გაუხსენა, სადაც ის შიშველი პოზირებს.


ერთ დროს დემი მური ახალგაზრდა იყო, თანაც უფულო.



19 წლის ასაკში ლამაზმანი მამაკაცის ამერიკულ ჟურნალ Oui-სთვის შიშველი მკერდით და შიშველი უკანალით პოზირებდა.


„გოგონა ახალგაზრდა იყო და ფული სჭირდებოდა. ამიტომ, 19 წლის ასაკში მან ეროტიკულ ფოტოსესიაში მიიღო მოაწილეობა ამერიკული მამაკაცის ჟურნალ Oui-სთვის. შიშველი ფოტოების შემდეგ, უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობის კარიერამ სწრაფად აიწია. გულწრფელად რომ ვთქვათ, გასაკვირი არ არის. ბრავო, დემი! - წერს ჟურნალი MAXIM-ი ოფიციალურ ტელეგრამის არხზე.

image

ვარსკვლავის თაყვანისმცემლები შეუერთდნენ პოპულარული ჟურნალის მილოცვას, სიამოვნებით შეაფასეს ახალგაზრდა მურის ხიბლი, რომლის სილამაზემ და ჰაეროვნებამ ფოტოსესია დაუვიწყარი გახადა.

image

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დემი მური თავის ახალგაზრდა საყვარელს დაშორდა.


დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ის ხვდებოდა 45 წლის შეფ -მზარეულს და რესტავრატორ დენიელ ჰემს.


თუმცა, ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ.


დემი მურის კარიერა განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 1990-იანი წლებიდან, როდესაც ითამაშა ისეთ საკულტო ფილმებში როგორიცაა : „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, "უხამსი წინადადება"."მხილება" „სტრიპტიზი“, რამაც ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად და სუპერვარსკვლავად აქცია.


18 წლის ასაკში დემეტრია(დემი) ჯინი გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი კომედიურ მსახიობ ეშტონ კაჩერზე.

0
809
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
809
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0