x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჭკვიანი და პატივცემული ადამიანების პროგნოზები, რომლებიც სისულელე გამოდგა
image

ქვემოთ წარმოდგენილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები დაამტკიცებს, რომ არ უნდა დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც თქვენი შეხედულებით ჭკვიანი და პატივცემული პიროვნებები ამბობენ, რადგან ერთი შეხედვით ყველაზე "საღი აზრიც"მოამავალში შეიძლება იყოს არასწორი.


"ჩვენ არასოდეს გამოვუშვებთ 32-ბიტიან ოპერაციულ სისტემას" - ბილ გეითსი



"მეეჭვება ვინმეს თავში მოუვიდეს აზრი, რომ სახლში კომპიუტერი დააყენოს" - კენ ოლსენი



"შეერთებულ შტატებში სატელიტის გამოყენების ალბათობა სატელეფონო ან სატელევიზიო კომუნიკაციების ხარისხის გასაუმჯობესებლად პრაქტიკულად ნულის ტოლია“, - ტ. კრეივენი.


„თქვენ გსურთ გემმა ქარისა და დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს მისი გემბანის ქვემოდან ცეცხლის დანთებით? დრო არ მაქვს ამ სისულელეებისთვის!" - ნაპოლეონ ბონაპარტი


"რაკეტა ვერასოდეს გაცდება დედამიწის ატმოსფეროს" -გაზეთი New York Times-ი


"ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატები ვერ იარსებებს" - ლორდ კელვინი


"ატომური ენერგიით მომუშავე მტვერსასრუტები რეალობად იქცევა 10 წელიწადში" - ალექს ლევიტი


„არ არსებობს ოდნავი შანსი იმისა, რომ ოდესმე შესაძლებელი გახდეს ატომური ენერგიის მიღება. ამისათვის თქვენ უნდა ისწავლოთ ატომის თვითნებურად გაყოფა.” – ალბერტ აინშტაინი


„კინო უბრალოდ მოდური ტენდენციაა. ეს მხოლოდ ფირზე ჩაწერილი პიესაა. სისხლი და ხორცი არის ის, რაც მაყურებელს ნამდვილად სურს ნახოს სცენაზე.“ - ჩარლი ჩაპლინი


„ამერიკელებს ტელეფონი სჭირდებათ, ჩვენ კი არა. ჩვენ გვყავს ბევრი ამანათის დამრიგებელი ბიჭები." - უილიამ პრისი


"ყველა ეს გამოგონება ცვლადი დენის შესახებ დროის კარგვაა. ვერავინ გამოიყენებს მათ." - თომას ედისონი


"როდესაც პარიზის გამოფენა დაიხურება, ხალხი დაივიწყებს ელექტრო განათებას და აღარავინ გაიგებს ამის შესახებ." - ერასმუს უილსონი


„მაღალი სიჩქარით მატარებლით მგზავრობა შეუძლებელია, რადგან მგზავრები შეიძლება დაიღუპოს ასფიქსიით ჰაერის ნაკლებობის გამო“, - დოქტორი დიონისის ლარდერი.

0
305
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0