x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ - შუა თითი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთ - უკრაინის ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის დასასრულს 6 თვეში აანონსებს. პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ომის დასრულების პირობები მაგიდაზე უკვე დაიდო და რუსები გამოუვალი მდგომარეობის გამო მას დიდი ალბათობით დასთანხმდებიან, რაც მისივე თქმით, რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს:


"ომი დასასრულისკენ მიდის და 6 თვეში ან ისე დასრულდება ან ასე. "ასე" დასრულების პირობები უკვე დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე და რუსები დიდი ალბათობით დათანხმდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. პირობები ასეთია:


1. რუსები სრულად გადიან უკრაინის ტერიტორიიდან (მათ შორის დონეცკიდან და ლუგანსკიდან);


2. ყირიმი ხდება დემილიტარიზებული ზონა 7 წლის განმავლობაში, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ წვრილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი;


3. რუსეთს ყირიმიდან გაყავს შავი ზღვის ფლოტი;


4. რუსეთის სამხედრო ბაზა გადის დნესტრისპირეთიდან და ეს ტერიტორია გადადის მოლდოვის კონტროლქვეშ;


5. უკრაინა ვალდებულებას იღებს 7 წლის განმავლობაში არ გახდეს ნატოს წევრი;


6. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მიმართ არ დაიწყება საერთაშორისო სამართლებრივი დევნა,


ეს ყველაფერი ნიშნავს რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დადასრულს, მაგრამ მთავარი კითხვა სულ სხვაა - ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ - შუა თითი."- წერს ოქრუაშვილი.





0
324
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
324