სხვა საუკუნეების წინ შექმნილი უნიკალური ნივთები 2022, 15 ნოემბერი, 14:04 დღეს ნებისმიერი რამის გაკეთება შეიძლება, კომპიუტერის და რიცხვითი მართვის პროგრამირების ჩარხებით. რაც არ უნდა დახელოვნებული იყოს ოსტატი ნამუშევარი, თანამედროვე ტექნოლოგიებით, მისი ასლის დამზადება თავისუფლად შეიძლება, თან ისე, რომ ხელის განძრევაც არ არის საჭირო. თქვენს ნაცვლად ნებისმიერი მასალიდან, ნებისმიერ ფიგურას, 3D პრინტერი "ამობეჭდავს". მაგრამ, იქნება ასეთი ნივთი შედევრი? – რა თქმა უნდა, არა! რადგან, ნამუშევარი, შედევრი თავისთავად არ ხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტორი და გარემოებები, რომლის ფარგლებშიც ის შეიქმნა, – მისი ისტორია. ამიტომ არის მუზეუმებში სტუმრობა ასე საინტერესო. ხოლო, ზოგიერთ ექსპონატის ნახვისას, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის ასობით და ათასობით წლის წინ არის შექმნი. ქარვის რომაული ქინძისთავები, IV ს. ნაპოვნია თანამედროვე აუტუნში (საფრანგეთი) ეს მოწყობილობა ერთდროულად 8 წიგნის კითხვისთვის არის დამზადებული, XVIII ს. ნაპოვნი ოქროს ნაკეთობებიდან, ყველაზე გრძელი სამკაული, ბიზანტიის იმპერიის ეპოქიდან, დაახლოებით, VI ს. მოოქროვილი კოლოფი, იარაღის ოსტატის ხელსაწყოების ნაკრებით. ინდოეთი, XVIII ს. ყველამ იცის, თუ როგორ ეთაყვანებოდნენ ძველ ეგვიპტეში კატებს. ეს ქანდაკება ძვ. წ. აღრ. VI-VII სს ბრინჯაოთი არის ჩამოსხმული, ინკრუსტირებულია ოქროთი და მთის ბროლით. ბერძნული თასი, დამზადებულია მილეფიორის ტექნიკით, მოზაიკის ერთ–ერთი სახეობა, რომლის დროსაც ზედაპირი აყვავებულ მდელოს მოგაგონებთ. ჩვენს ერამდე, დაახლოებით, II ს. საფრანგეთის მეფის ანრი II (1547 – 1559 წწ.) საბრძოლო ჯავშანი. ტუტანხამონი (ძვ. წ. აღრ. 1347 – 1337 წწ.) სანდლები, რესტავრაციის შემდეგ. რომაული მთის ბროლის კამათელი. იმის გამო, რომ კუბი გამჭვირვალე იყო, შეუძლებელი იყო, მოთამაშეების მოსატყუებლად, შიგნით სიმძიმის დამალვა. თაჯ-მაჰალის ცნობილი ზურმუხტი. მისი წონა 141 კარატია. კვეთა გაკეთებულია XVII ს–ში. მარჯვნივ — VII ს. ორიგინალური სკანდინავიური შლებია. ხოლო, მარცხნივ — მისი თანამედროვე ასლი. ცინის დინასტიის დროინდელი ჩინური უნაგირი (XVIII ს.), რომელშიც კომპასი იყო ჩაყენებული. საფრანგეთის მეფის ლუი XIV (1643 – 1715 წწ.) პირადი მცველის შუბი იტალიელი ოსტატის მიერ დამზადებული, ყანჩას ფორმის მთის ბროლის თასი, XVI ს. სარდონიქსის ნატეხიდან გამოთლილი ქვის თასი. ალექსანდრია, ძვ. წ. აღრ. I ს. ჰერკულესის ბრინჯაოს ქანდაკება, ცისფერი მინის ინკრუსტირებული თვალებით. რომი, I ს. არხის სხვა სიახლეები:* ძილის რეჟიმი ბავშვების და მოზრდილებისთვის და პრობლემები, რომელსაც მისი დარღვევა იწვევს* ექვსთითიანი გიგანტების რასა* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ613 2-ს მოსწონს
|