x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საუკუნეების წინ შექმნილი უნიკალური ნივთები

image


დღეს ნებისმიერი რამის გაკეთება შეიძლება, კომპიუტერის და რიცხვითი მართვის პროგრამირების ჩარხებით. რაც არ უნდა დახელოვნებული იყოს ოსტატი ნამუშევარი, თანამედროვე ტექნოლოგიებით, მისი ასლის დამზადება თავისუფლად შეიძლება, თან ისე, რომ ხელის განძრევაც არ არის საჭირო. თქვენს ნაცვლად ნებისმიერი მასალიდან, ნებისმიერ ფიგურას, 3D პრინტერი "ამობეჭდავს". მაგრამ, იქნება ასეთი ნივთი შედევრი? – რა თქმა უნდა, არა! რადგან, ნამუშევარი, შედევრი თავისთავად არ ხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტორი და გარემოებები, რომლის ფარგლებშიც ის შეიქმნა, – მისი ისტორია. ამიტომ არის მუზეუმებში სტუმრობა ასე საინტერესო. ხოლო, ზოგიერთ ექსპონატის ნახვისას, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის ასობით და ათასობით წლის წინ არის შექმნი.


ქარვის რომაული ქინძისთავები, IV ს. ნაპოვნია თანამედროვე აუტუნში (საფრანგეთი)image


ეს მოწყობილობა ერთდროულად 8 წიგნის კითხვისთვის არის დამზადებული, XVIII ს. image


ნაპოვნი ოქროს ნაკეთობებიდან, ყველაზე გრძელი სამკაული, ბიზანტიის იმპერიის ეპოქიდან, დაახლოებით, VI ს.image


მოოქროვილი კოლოფი, იარაღის ოსტატის ხელსაწყოების ნაკრებით. ინდოეთი, XVIII ს.image


ყველამ იცის, თუ როგორ ეთაყვანებოდნენ ძველ ეგვიპტეში კატებს. ეს ქანდაკება ძვ. წ. აღრ. VI-VII სს ბრინჯაოთი არის ჩამოსხმული, ინკრუსტირებულია ოქროთი და მთის ბროლით.
image


ბერძნული თასი, დამზადებულია მილეფიორის ტექნიკით, მოზაიკის ერთ–ერთი სახეობა, რომლის დროსაც ზედაპირი აყვავებულ მდელოს მოგაგონებთ. ჩვენს ერამდე, დაახლოებით, II ს.image


საფრანგეთის მეფის ანრი II (1547 – 1559 წწ.) საბრძოლო ჯავშანი.image


ტუტანხამონი (ძვ. წ. აღრ. 1347 – 1337 წწ.) სანდლები, რესტავრაციის შემდეგ.image


რომაული მთის ბროლის კამათელი. იმის გამო, რომ კუბი გამჭვირვალე იყო, შეუძლებელი იყო, მოთამაშეების მოსატყუებლად, შიგნით სიმძიმის დამალვა.image


თაჯ-მაჰალის ცნობილი ზურმუხტი. მისი წონა 141 კარატია. კვეთა გაკეთებულია XVII ს–ში.

image


მარჯვნივ — VII ს. ორიგინალური სკანდინავიური შლებია. ხოლო, მარცხნივ — მისი თანამედროვე ასლი.image


ცინის დინასტიის დროინდელი ჩინური უნაგირი (XVIII ს.), რომელშიც კომპასი იყო ჩაყენებული.image


საფრანგეთის მეფის ლუი XIV (1643 – 1715 წწ.) პირადი მცველის შუბიimage


იტალიელი ოსტატის მიერ დამზადებული, ყანჩას ფორმის მთის ბროლის თასი, XVI ს.image


სარდონიქსის ნატეხიდან გამოთლილი ქვის თასი. ალექსანდრია, ძვ. წ. აღრ. I ს. image


ჰერკულესის ბრინჯაოს ქანდაკება, ცისფერი მინის ინკრუსტირებული თვალებით. რომი, I ს.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძილის რეჟიმი ბავშვების და მოზრდილებისთვის და პრობლემები, რომელსაც მისი დარღვევა იწვევს

* ექვსთითიანი გიგანტების რასა

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ



0
613
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0