საქართველო "ვინმე ღვთისნიერმა იქნებ რიგი დამიკავოთ...." - ნახეთ, რა ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი 2022, 12 ნოემბერი, 16:54 პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საკუთარ ფეისბუქმეგობრებს სახალისო პოსტებით ხშირად ანებივრებს, ამჯერად, გორის სოფლებში სახლების კურთხევის მსურველთა რეგისტრაციის დაწყებას ირონიული პოსტით ეხმაურება და წერს:"ვინმე ღვთისნიერმა იქნებ რიგი დამიკავოთ, სახლის გარდა ტრაქტორის, თვითმასხურის, ფრეზის, სარწყავი არხის და ტყვიავის დეპუტატის კურთხევაც მინდა." - ვკითხულობთ ოქრუაშვილის პოსტში.შეგახსენებთ, რომ გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა და მათ სახლების კურთხევასთან დაკავშირებით მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გორის საკრებულოს ადმინისტრაციამ გაავრცელა. მეუფე ანდრიას თქმით, საგანებოდ შექმნილი ჯგუფები სოფლებს შემოივლიან და სახლის კურთხევის მსურველების სიას გააკეთებენ.
|