სხვა 7 ერი, რომლებიც საზღვარგარეთ უფრო მეტი ცხოვრობს, ვიდრე საკუთარ სამშობლოში 2022, 10 ნოემბერი, 10:59
სომხები-ეს ერი ინდოევროპული ენების ოჯახის განსაკუთრებული შტოა. თავად სომხეთში 3 მილიონი სომეხი ცხოვრობს. მსოფლიოში კი დაახლოებით 12 მილიონია, სომხებმა მშობლიური ადგილების დატოვება და დიასპორების შექმნა მე-11 საუკუნიდან დაიწყეს, როცა ანის ძლიერი სამეფო ჯერ ბიზანტიის, შემდეგ კი თურქ-სელჩუკთა ზეწოლის შედეგად განადგურდა. 1915 წელს ლტოლვილთა უზარმაზარმა ტალღამ დატოვა დასავლეთ სომხეთი, როდესაც თურქებმა იქ სომხების წინააღმდეგ გენოციდი მოაწყვეს. 1990-2000-იანი წლები ასევე იქცა იმ პერიოდად, როდესაც სომხებმა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამშობლო დატოვეს.
ლიბანელები-თავად ლიბანში ეს სემიტი ხალხი მხოლოდ 4 მილიონს ითვლის. 10 მილიონამდე ლიბანელი კი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მიზეზი იყო მუდმივი სამოქალაქო ომები, ეკონომიკური პრობლემები, არეულობა თავად ლიბანში. თავდაპირველად ის დატოვეს ადგილობრივმა ქრისტიანებმა, რომლებსაც დევნიდნენ. მათ მუსლიმებიც გაჰყვნენ. დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში.... მომღერალ შაკირას ხომ იცნობთ? ის ალბათ ყველაზე ცნობილი ლიბანელია დღევანდელ მსოფლიოში, თუმცა გაიზარდა კოლუმბიაში. საინტერესოა, რომ ბრაზილიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი ლიბანელია -აქ დაახლოებით 7 მილიონი ლიბანელი ცხოვრობს. ასურელები(იგივე-ასირიელები)-უძველესი სემიტური მოდგმის ხალხი მესოპოტამიიდან, რომლებმაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში მიიღეს, რომელიც ძირითადად ამჟამინდელი ერაყისა და თურქეთის ტერიტორიაზეა. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 3, 3 მილიონი ასურელია, მაგრამ მათგან მილიონზე ნაკლები ცხოვრობს ისტორიულ მიწებზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ასურელები ქრისტიანები არიან და ვერ მკვიდრდებოდნენ მუსლიმებთან, რომლებიც აკონტროლებენ მათ ცხოვრებას და სახლებს, მათ უბრალოდ არ შეეძლოთ იქ დარჩენა. მათ განსაკუთრებით გაუჭირდათ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ოსმალებმა (სომხებივით) დაიწყეს მათი დევნა. პოლონელები-თავად პოლონეთში დასავლელი სლავები დაახლოებით 40 მილიონი ადამიანია და მთელ მსოფლიოში შეგიძლიათ დაითვალოთ დაახლოებით 80-მდე მილიონი ადამიანი, რომელთა ძარღვებშიც პოლონური სისხლი მიედინება. საზღვარგარეთ პოლონეთის დიასპორას სპეციალური ტერმინიც კი აქვს – „პოლონია“. "Mieszkam nie w Polsce, ale w Polonii" - "მე არ ვცხოვრობ პოლონეთში, არამედ საზღვარგარეთ პოლონურ დიასპორაში ." ასეთი მასობრივი გადინება მოხდა მაშინ, როდესაც მე-18 საუკუნიდან მე-20-მდე პოლონელებმა დაკარგეს სახელმწიფო და ორივე მსოფლიო ომმა გაიარა მათ ტერიტორიაზე. შედეგად ბევრმა პოლონელმა იძულებით ან ნებაყოფლობით მიატოვა მშობლიური მიწები და დასახლდა ორივე ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა თუ ყოფილ საბჭოეთის ქვეყნებში. დიდი მიგრაცია ასევე მოხდა 2000-იან წლებში პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. შემდეგ 4 მილიონზე მეტი ადამიანი გაემგზავრა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, ინგლისში მიგრაციის მიხედვით პოლონელებმა პაკისტანელებსაც კი გადააჭარბეს. ირლანდიელები-თავად ირლანდიაში მოსახლეობა მხოლოდ 3, 8 მილიონი ადამიანია. მაგრამ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 9 მილიონია და თუ გავითვალისწინებთ იმ ადამიანებსაც, რომლებშიც ირლანდიური სისხლი სჩქეფს, მაშინ შეგიძლიათ დათვალოთ 80 მილიონამდე. ირლანდიელები მე-19 საუკუნის შუა ხანებში იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ კუნძული კარტოფილის დაავადებით გამოწვეული საშინელი შიმშილის გამო. ისინი დასახლდნენ დასავლეთის ყველა ქვეყანაში - ინგლისში და ბევრად უფრო შორს- ავსტრალია, აშშ, კანადა. ინგლისელები-დღეს ინგლისში ამ გერმანული ეთნოსის დაახლოებით 50 მილიონი წარმომადგენელი ცხოვრობს. მაგრამ საზღვარგარეთ - დაახლოებით 110 მილიონია. ესენი, როგორც წესი, "თეთრი ანგლო-საქსონი პროტესტანტები" ( WASP) არიან. WASP 16-20 საუკუნეებში აქტიურად დასახლდნენ თავიანთი სახელმწიფოს ყველა კოლონიაში - ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახალი ზელანდიაში. ხშირად რთული პირობების, რელიგიური თუ კრიმინალური დევნის ან უბრალოდ ფულის შოვნის გამო ტოვებდნენ ქვეყანას. დღეს ისინი იშვიათად აკავშირებენ საკუთარ თავს ინგლისთან. ებრაელები-ეს მაგალითი ნამდვილად კანონიკურია. ისტორიულ სამშობლოში დაახლოებით 6, 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თავად ებრაელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 15 მილიონია, შთამბეჭდავი ებრაული დიასპორა ცხოვრობს ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში და ჯერჯერობით არც აპირებენ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას. მთელ მსოფლიოში ებრაულ დიასპორას უწოდებენ „გალუტს“ (პირდაპირი თარგმანი – „გაფანტვა“), „გალუტის უღელი“ კი თავად ებრაელებში არ იწვევს დადებით ასოციაციებს – ებრაელთა დაფანტვა მოხდა დაახლოებით ორი ათასი წლის წინ, როდესაც რომაელებმა გაანადგურეს მათ წინააღმდეგ აჯანყებული იუდეის სახელმწიფო, გაანადგურეს იერუსალიმი და აუკრძალეს ებრაელებს მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრება. ასე გავრცელდნენ ებრაელები მთელ მსოფლიოში.ასე გაგრძელდა 1947 წლამდე, სანამ ბალფურის დეკლარაციის მიხედვით პალესტინის ტერიტორიაზე არ შეიქმნა ებრაელთა სახელმწიფო-ისრაელი. 5416 5-ს მოსწონს
|