პროფილაქტიკა ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!) 2022, 9 ნოემბერი, 9:16 ეს საუზმის 1 თვიანი პროგრამაა, რომლითაც «მკურნალობის» შედეგად, გაგიუმჯობესდებათ კანის სტრუქტურა (უფრო ელასტიკური გახდება), შეგეცვლებათ სახის ფერი, გაგიმაგრდებათ თმა და ფრჩხილები, წონაში საგრძნობლად დაიკლებთ...
ინგრედიენტები: შვრიის ფანტელები — 5 ს. კ. მომზადების და მიღების წესი: ძილის წინ, ფაიფურის პატარა თასში მოათავსეთ შვრიის ფანტელები და დაასხით ანადუღარი, ცივი წყალი (ამის გაკეთება დილითაც შეიძლება, ფანტელი 15-20 წუთით უნდა დაალბოთ) > დილით დაამატეთ რძე ან ნაღები, თაფლი, ნიგოზი ან თხილი > ყველაფერი კარგად შეურიეთ და მიირთვით (საფუძვლიანად დაღეჭეთ, ეს მნიშვნელოვანია!).
* ფაფის მიღების შემდეგ, საუზმობა მხოლოდ 3 საათის შემდეგ შეიძლება. საუზმეზე ყველაფრის მირთმევა შეგიძლიათ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. სკრაბის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა ორგანიზმის მდგომარეობაზეა დამოკიდებული: * თუ წონასთან დაკავშირებით, პრობლემა არა გაქვთ, ნაწლავების გასაწმენდად და ორგანიზმის წესრიგში მოსაყვანად, ფაფა კვირაში 2-ჯერ მიიღეთ. * იმ შემთხვევაში კი, თუ ორგანიზმის გაწმენდასთან ერთად, წონაში დაკლებაც გსურთ, მაშინ ფაფა ყოველდღიურად, 1 თვის მანძილზე უნდა მიიღოთ! შემდეგ, 2 თვე დაისვენეთ და «მკურნალობა», კიდევ 1 თვით გააგრძელოთ. არხის სხვა სიახლეები:* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს* სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილი ბრწყინვალე სოფი ლორენისგან* უფრო მეტი, ვიდრე ფოტო (15 ფოტოსურათი)* ჭარბი ქოლესტერინი თუ გაწუხებთ, ეს უნდა იცოდეთ* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ593 2-ს მოსწონს
|