x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უფრო კაცი გეგონება"- ადრიანო ჩელენტანოს ქალიშვილი ანდროგინად გარდაიქმნა
image

ლამაზმანი გარეგნობასთან მიმართებაში დღემდე ვერ გამოვიდა თინეიჯერული ექსპერიმენტებიდან.



მე-20 საუკუნის კერპის, ადრიანო ჩელენტანოს ოჯახური ცხოვრება მსახიობის თაყვანისმცემლებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო


ეკრანული მექალთანე თავის ერთადერთ საყვარელ ქალთან- კლაუდია მორისთან ერთად ცხოვრობს აგერ ნახევარ საუკუნეზე მეტია და ამ ხნის მანძილზე სამჯერ გახდა მამა.



მისმა ყველა შვილმა მემკვიდრეობით მიიღო მშობლების სილამაზე და ქარიზმა. თუმცა, მისი უმცროსი ქალიშვილი როზალინდი თავისი გარეგნობით ისეთ თამამ ექსპერიმენტებს ატარებს, რომ რეგულარულად შოკში აყენებს საზოგადოებას.


მაშ ასე, როზალინდი, რომელიც დაიბადა 1968 წელს, გაიზარდა ნამდვილი ლამაზმანი: უზარმაზარი თვალებით და კულულებით ნამდვილ ანგელოზს მოგაგონებდა.



ეფექტური გარეგნობის გამო ცნობილი მშობლების მემკვიდრეს სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ როზალინდმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

image

მოზარდობის ასაკში შესვლისთანავე "ანგელოზმა" დაიწყო ექსპერიმენტები გარეგნობასთან დაკავშირებით.


გოგონამ თმა ხან ყველაზე ექსტრემალურ ფერებში შეიღება, შემდეგ კი მთლიანად გადაიპარსა. 18 წლის ასაკში კი მან სახლი მიატოვა და უსახლკაროებისთვის გამოყოფილ სადგომში დაიწყო ცხოვრება.


როზალინდის არც კინოსთავის აუვლია გვერდი: კაშკაშა შავგვრემანი ყინულოვანი ცისფერი თვალებით პოპულარული იყო როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.მისი დებიუტი შედგა 1988 წელს ფილმში "მატარებელი ნაღებით", 2004 წელს კი შეასრულა სატანის როლი მელ გიბსონის ფილმში "ქრისტეს ვნებანი".


ამის გარდა როზალინა ჩელენტანომ 1990-იან წლებში ჩაწერა რამდენიმე სინგლი, მონაწილეობდა სან-რემოს ფესტივალში. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ჩელენტანო 2000 წელს ნომინირებული იყო დევიდ დი დონატელოს კინოპრემიაზე ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ფილმში "ცხოვრების ტკბილი ხმაური"


ამჟამად ჩელენტანოს 54 წლის ქალიშვილი თითქმის მთლიანად იპარსავს თმას და მაკიაჟზე უარს ამბობს და ემგვანება გაურკვეველი სქესის ადამიანს მითოლოგიური ანდროგინიდან.

image

ამ ქალში ყოფილ მომხიბვლელ გოგონას ვერ ამოიცნობთ და როგორც ამბობენ, გვარის გარდა, ნათესავებთან არაფერი აკავშირებს.

1
1186
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1186
  
2022, 9 ნოემბერი, 0:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1