საზოგადოება სარაჯიშვილის მიხვედრილობა და კეთილშობილება....რას ჰყვება თედო სახოკია სარაჯიშვილზე 2022, 7 ნოემბერი, 17:06 თედო სახოკიას ნაამბობი სარაჯიშვილზე:
"ერთხელ, მეუღლე ცუდად გახდა და აუცილებელი იყო მისი ექიმთან ვიზიტი, მაგრამ, სამწუხაროდ იმხნად ფული არ მქონდა, გადავწყვიტე დავით სარაჯიშვილისაგან სესხის აღება და გავეშურე, როდესაც მასთან მივედი, დავითი სტუმრებთან: ილია ჭავჭავაძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, - ნარდს თამაშობდა, მივესალმე მათ და ცოტა ხანში გამოვბრუნდი, შემრცხვა, ფული ვერ ვთხოვე... კიბეებზე რომ დავეშვი, დავითის ხმა მომესმა: "თედო, ცოტა ხნით დამელოდე", ჩამოვიდა, "ხომ არაფერი გიჭირს?"..."არა-თქო", ჯიბიდან 100 თუმანი ამოიღო და გამომიწოდა, - "ეს წაიღე, დაგჭირდება", - გახარებულმა ფული გამოვართვი და მეუღლე ექიმთან წავიყვანე. ერთი კვირის შემდეგ, ფულის დასაბრუნებლად დავითთან მივედი, სარაჯიშვილმა გაიღიმა და მითხრა: "თედო, ჩემდენი ფული რომ გექნება, მაშინ დამიბრუნე, იმ დღეს რომ შემოგხედე, მივხვდი, რაღაც გიჭირდა"...
დავით სარაჯიშვილი დაიბადა სოვდაგრის ოჯახში. 1866 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია და შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. სარაჯიშვილს არ მოეწონა სანქტ-პეტერბურგში სწავლა და ცხოვრება და ერთი წლის შემდეგ გადავიდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში. ევროპაში ის გადადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სწავლობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-1878 წლებში ჰოფენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 წელს გაემგზავრა სასფრანგეთგეთში.
მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად. 65 შეფასება არ არის
|