მუსიკა ”ის იყო ერთ-ერთი უდიდესი არტისტი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია” - ჯერი ლი ლუისს ოჯახი, მეგობრები და თაყვანისმცემლები გამოემშვიდობნენ 2022, 6 ნოემბერი, 18:03 ![]() შაბათს, 5 ნოემბერს ოჯახი, მეგობრები და თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ, რათა გამომშვიდობებოდნენ როკ-ენ-როლის პიონერს, ჯერი ლი ლუისს. სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა მის მშობლიურ ქალაქ ფერიდეიში, ჩრდილოეთ ლუიზიანაში, სადაც დაიბადა მუსიკოსი. ლუისი, რომელიც ცნობილი გახდა ისეთი ჰიტებით, როგორიცაა "Great Balls of Fire" და "Whole Lotta Shakin' Goin' On", გარდაიცვალა 28 ოქტომბერს საკუთარ სახლში მისისიპში, მემფისის სამხრეთით, ტენესის შტატი. ის 87 წლის იყო. ტელევიზიის ევანგელისტმა ჯიმი სვაგარტმა, ლუისის ბიძაშვილმა, დაკრძალვაზე 100-ზე მეტ ადამიანს მიმართა იმავე სახლიდან, სადაც ლუისი დაიბადა, მან აღნიშნა, რომ ალალი ძმა არ ჰყავდა და ლუისი ასრულებდა მის როლს "მე დავკარგე ძმა"-აღმიშნა მან ![]() „ფორტეპიანოზე დაკვრა ერთად ვისწავლეთ - იხსენებს სვაგარტი. - უნდა ვაიძულო საკუთარი თავი, შევიგნო, რომ ის აღარ გვყავს." სვაგარტმა და ლუისმა ამ წლის დასაწყისსი გამოუშვეს გოსპელ ალბომი The Boys From Ferriday, ის არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ლუისი ჩაწერას. ![]() სესიის შედეგად გამოვიდა ალბომი და წირვის დროს გაისმა მისი ორი სიმღერა «In the Garden» და «The Old Rugged Cross», მაყურებელი თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა და ჩანაწერის გაშვების დროს ლუისთან ერთად მღეროდა. ”ის იყო ერთ-ერთი უდიდესი არტისტი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია”, - თქვა სვაგარტმა. ![]() ![]() ![]() 1976 წლის 23 ნოემბერს ლუისი დააკავეს ელვის პრესლის სახლის წინ, გრეისლენდში, იმის გამო, რომ მას თითქოს ელვისის მოკვლა სურდა. 121 4-ს მოსწონს
|