x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"არ მწყინს, უბრალოდ გაოცებას ვეღარ ვმალავ"- რის გამო აბულინგებენ გურამ შეროზიას სოციალურ ქსელში

image


ბლოგერი, მარკეტერი, ანტრეპრენერი და ახლა უკვე რეალითი შოუს - "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე გურამ შეროზია გარეგნობის გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა. "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეს სოციალურ ქსელში ბავშვობის დროინდელი ფოტო გაუვრცელეს, რასაც მომხმარებლების მხრიდან მისი ვიზუალის გამო კრიტიკა და დაცინვა მოჰყვა. კოსტას გულშემატკივრების პასუხად შეროზიამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ გულშემატკივრებს მოუწოდა მათ არასდროს დაემსგავსონ და აღნიშნა რომ ადამიანში მთავარი არა ვიზუალი, არამედ აზროვნებაა:


"დიდი მადლობა, კოსტას გულშემატკივრებს და მთელი გულით გთხოვთ ჩემებს, ამათ არასდროს დაემსგავსოთ

ამ ფოტოზე 13 წლის ვარ, თუმცა ახლაც თუ არ მოგწონვართ - არც ეგაა პრობლემა. არ მაინტერესებს რამდენად ლამაზი, ან ულამაზო ვარ, მთავარია რა გვაქვს თავში, ემოციური ინტელექტიც პრიორიტეტია, სხვა დანარჩენს - ეშველება...

არ მწყინს, უბრალოდ ხანდახან გაოცებას ვეღარ ვმალავ ხოლმე"- წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში და ინტერნეტქსელში გავრცელებულ საკუთარი ბავშვობის ფოტოს აზიარებს.


image

0
350
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
350