x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ამერიკა შეძრა -შვილიანი ოჯახის მკვლელობამ
image

დაიღუპა ექვსი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი



ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომას პოლიცია ექვსი ბავშვის და ორი ზრდასრული ადამიანის ტრაგიკულ გარდაცვალებას იძიებს. წინასწარი მონაცემებით, მშობლებმა ჯერ შვილები მოკლეს, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდეს და თავი მოიკლეს.


ოფიციალური მონაცემებით, პატარა ქალაქ Broken Arrow-ში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის დროს, ერთიდან 13 წლამდე ბავშვების ცხედრები იპოვეს. სახლის წინ ორი ზრდასრული - 34 წლის ბრაიანისა და 32 წლის ბრიტნი ნელსონის ცხედარი ეგდო.


image

ბრაიანის მშობლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა მრავალშვილიანი ოჯახი მუდმივ სტრესში იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა თავის რჩენას.


ორი წლის წინ ბრაიანმა და ბრიტნიმ გაკოტრების შესახებ განაცხადეს. პროცესის დროს გაირკვა, რომ მათმა დავალიანებამ შეადგინა დაახლოებით 138 ათასი დოლარი, ხოლო წყვილის მთელი ქონება შეფასდა მხოლოდ 9 ათას დოლარად.წყვილის ვალების უმეტესი ნაწილი სტუდენტური სესხები იყო.

image

ბრიტნი დიასახლისობდა, ბავშვებს უვლიდან, ბრაიანი კი სავაჭრო ქსელში მუშაობდა. ახალგაზრდებს ქრონიკულად უჭირდათ ფული. უფრო მეტიც, ადრე ოჯახის უფროსი დიდ დროს არ უთმობდა სამუშაოს - ის ოცნებობდა გამხდარიყო მსახიობი და ამისთვის სპეციალურ კურსებზეც დადიოდა.


რამდენიმე წლის წინ, სავაჭრო ქსელში სამაცივრო ტექნიკის დაწყობის დროს, ახალგაზრდა მამაკაცმა ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ ბრაიანს საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო თვითმკვლელობისთვის.


ბრაიანის მშობლები, რომლებმაც ტრაგედიის შესახებ ახალი ამბებიდან შეიტყვეს, დღემდე გონზე ვერ მოსულან.


-ვფიქრობ, სტრესის ბრალია. ისინი ცდილობდნენ გაერკვეულიყვნენ, თუ როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ თვიდან თვემდე ამ რთულ პირობებში- განაცხადა ბრაიანის მამამ, დენი ნელსონმა.

1
210
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
2022, 3 ნოემბერი, 17:06
:-(
0 1 1