x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მეორე ბინა მაჩუქეს..მხოლოდ არ გეტყვით ვისმა ქმარმა..მანქანაც მაჩუქეს"-კესარია აბრამიძე
image

ორიოდე დღის წინ საქართველოში ყველაზე ცნობილმა ტრანსგედერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მის მორიგ ენაწყლიან ხუმრობად მიიღეს; კესარია წერდა, რომ ბინა აჩუქეს.



„ქმარმა ბინა მაჩუქა, ოღონდ ვისმა ქმარმა, არ გეტყვით. მომილოცეთ მეორე ბაითი“.



თუმცა როგორც აღმოჩნდა კესარია აბრამიძე სულაც არ ხუმრობდა, გამოცემა "პრაიმტიამთან" საუბარში მოდელმა დაადასტურა, რომ ბინა ნამდვილად აჩუქეს, მეტიც სამი თვის წინ ავტომობილიც მიიღო საჩუქრად.



„ეს უკვე მეორე ბინაა, რომელიც საჩუქრად მივიღე. წინა - მეუღლემ მაჩუქა, გამირემონტა კიდეც. ვერ დაგიკონკრეტებთ, ეს ბინა ვინ მაჩუქა, მეგობარი მამაკაცია. ბინა ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე მდებარეობს. მანამდე, 3 თვით ადრე საჩუქრად მანქანა მივიღე. ამ დღეებში გაფორმებას ვაპირებ. ძალიან ლამაზი, კარგი სახლია.“ -განაცხადა კესარია აბრამიძემ.


ცოტა ხნის წინ კესარია აბრამიძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალ "თბილისელებს", სადაც კესარიამ სხვადასხვა ხასიათის კითხვებს გასცა პასუხი, ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ "როგორ ისურვებდი სიკვდილს?", რაზეც კესარიამ უპასუხა


– სადმე მილიონიან ვილაში, დიდ აუზში, კარგად გარუჯული, ბევრი ბრილიანტითა და ბევრი შიშველი ბიჭით, რომლებიც მასაჟს გამიკეთებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ლამაზი გარემო, ლამაზი ადამიანები და სრული ნეტარება. სექსის დროსაც შეიძლება... ორგაზმის დროსაც კარგი იქნება სიცოცხლის დასრულება, ორგაზმს რომ გაჰყვები...



ქართველი მსახიობი, მოდელი და ტრანსსექსუალი კესარია აბრამიძე დაიბადა 1987 წლის 18 აგვისტოს იგი პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია.ხშირად იწვევენ სხვადასხვა შოუებში. პირველად გადაიღეს სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. 2018 წელს კესარია აბრამიძემ მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობას და საქართველო წარადგინა. 2015 წელს იგი საცვლების რეკლამაში გადაიღეს.


სანამ კესარია საბოლოოდ ქალი გახდებოდა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალა გაყინვა გააკეთა, რისი საშუალებითაც მას შეუძლია ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.[ 2015 წელს მოწვეული იყო დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემაში „მძიმე კაცთან“. გაკეთებული აქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, აქვს მკერდი.


2014 წელს კესარია აბრამიძემ განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაცია გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალად იქცა.


მისი ჰობი ხატვა, მაკიაჟის კეთება და ტრანსფორმაცია. ჰყავს უმცროსი და ანა აბრამიძე.

0
388
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0