x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დააკავეს ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი კრიმინალი ქალი
image

ეკვადორის სამართალდამცავებმა მოახერხეს ინტერპოლის მიერ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი კრიმინალის, ვივიანა ანდრეა ვალეხო გუტიერესის(Viviana Andrea Vallejo Gutiérrez ) დაკავება, რომელიც ასევე ესპანეთის პოლიციას შეყვანილი ჰყავდა ტოპ 10 ყველაზე ძებნილი დამნაშავის სიაში.




გამომძიებლების თქმით, გუტიერესი მონაწილეობს ადამიანებით ვაჭრობაში, ნარკოტიკების კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში. მისი დაკავება შესაძლებელი გახდა ესპანეთის, კოლუმბიისა და ეკვადორის სამართალდამცავების ერთობლივი ძალისხმევით.


პოლიციის ინფორმაციით, გუტიერესს ყალბი საბუთებით კოლუმბიის მოქალაქეები ესპანეთში გადაჰყავდა და მოგვიანებით აიძულებდა ისინი პროსტიტუციაში ჩართულიყვნენ, რათა გადაეხადათ ესპანეთში "დაბინავების" ვალი.


ამავდროულად, გამომძიებლების თქმით, თავდაპირველად ქალებს აიძულებდნენ გადაეხადათ 1500 ევრო, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდებოდა, ესპანეთში ცხოვრებასთან ერთად.

image

-პირობები, რომლებშიც მსხვერპლებს უწევდათ მეძავად მუშაობა, სასტიკი იყო, რადგან ისინი ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყვნენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ანუ დასვენების გარეშე, - განაცხადა ესპანეთის პოლიციამ.

პოლიცია ასევე აცხადებს, რომ "ვივი" პასუხისმგებელი იყო ქალების მონიტორინგზე, ამის გარდა ბინაზე კოკაინს აწვდიდა იმ კლიენტებს, რომლებიც ნარკოტიკს ითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაინტერესდა გუტიერესის საქმეებით, იგი გაიქცა კოლუმბიაში, სადაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლები დაეხმარნენ მას ეკვადორის საზღვართან, ჯუნგლებში დამალულიყო, სადანაც იგი დროდადრო გამოდიოდა და მოგზაურობდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს გუტიერესი დააკავეს ქალაქ მაჩალაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 32 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

1
801
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
801
  
2022, 4 ნოემბერი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1