x
image
intermedia.ge
Mediator image
GM PHARMA-მ ესპანური ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტის საქართველოში წარმოების ლიცენზია მოიპოვა
image

ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია GM PHARMA-სა და ევ­რო­პულ კომ­პა­ნია Combino Pharm-ას შო­რის გა­ფორმ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრანსფე­რი­სა და ე.წ. „Know-how“-ს გად­მო­ცე­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. Combino Pharm-ი ეკუთ­ვნის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ ეს­პა­ნურ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია Medichem-ს (https://www.medichem.es), რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბა მყა­რი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო ფორ­მე­ბის შექ­მნა­სა და წარ­მო­ე­ბა­ში. Medichem-ი წარ­მოდ­გე­ნი­ლია 70-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, სა­კუ­თა­რი ბრუნ­ვის 10%-ს ხარ­ჯავს ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კვლე­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში (R&D), გა­აჩ­ნია წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი და ნე­ბარ­თვა (EU GMP, US FDA), ფლობს რამ­დე­ნი­მე R&D ცენ­ტრსა და ფარ­მა­ცევ­ტულ სა­წარ­მოს ევ­რო­პა­ში.


აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში GM PHARMA უფრო სწრა­ფად და­ნერ­გავს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნი­სათ­ვის აქ­ტუ­ა­ლურ კარ­დი­ო­ვას­კუ­ლურ პრე­პა­რა­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში, რაც ექი­მებ­სა და პა­ცი­ენ­ტებს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის უკე­თე­სად მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.


ამ ტი­პის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრანსფე­რი­სა და „know how“-ს გა­ზი­ა­რე­ბით GM PHARMA გა­მო­ი­ყე­ნებს Medichem-ის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შექ­მნის წარ­მა­ტე­ბულ R&D ექ­სპერ­ტი­ზას.



image


რო­გორც GM PHARMA-ს მთა­ვა­რი სა­ო­პე­რა­ციო ოფი­ცე­რი (COO) ბ-ნი ლე­ვან ვარ­დუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრანსფე­რი და წარ­მო­ე­ბის ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი, არა­მედ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის­თვის. ამ ტი­პის ბიზ­ნეს-თა­ნამ­შრომ­ლო­ბა GM PHARMA-ს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და­ა­რე­გის­ტრი­როს მის ფარ­მა­ცევ­ტულ ქარ­ხა­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, მო­ი­პო­ვოს ევ­რო­პის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის სერ­ტი­ფი­კა­ტი (EU GMP) და აქ­ტი­უ­რი ოპე­რი­რე­ბა და­ი­წყოს აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.


GM PHARMA წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი (ბად) იწარ­მო­ე­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­სა (გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, პორ­ტუ­გა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, შვე­დე­თი, შვე­ი­ცა­რია) და სა­ქარ­თვე­ლოს GMP-სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში.


image

GM PHARMA-ში მუ­შა­ობს 600-ზე მეტი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე.


კომ­პა­ნი­ის თბი­ლი­სის სა­წარ­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მყა­რი სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ციკ­ლი. ამას­თან, კომ­პა­ნი­ას აქვს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი და ნე­ბარ­თვა: კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი GMP (სა­ქარ­თვე­ლო), კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის – GMP PIC/S (სა­ერ­თა­შო­რი­სო), ხა­რის­ხის მარ­თვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სპექ­ცი­ის (NSF International) – NSF/ANSI.


კომ­პა­ნი­ის მი­სი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით, ხა­რის­ხი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მი­სა თუ სტან­დარ­ტის დაც­ვით, მე­დი­ცი­ნი­სათ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს. GM PHARMA-ს მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა კი სა­კუ­თა­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბაა.


GM PHARMA - ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!


R




0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0