x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"დასაჭერია“- ვის დაჭერას ითხოვს ია ფარულავა

image


"ესეც OK! Magazine Georgia ნოემბრის ყდა"- ასე გამოეხმაურა გადაცემა "სხვა ნანუკას" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ზემოაღნიშნული გამოცემის ნოემბრის თვის ყდას "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომელზეც მაია ასათიანი, ინგა გრიგოლია და თავად ნანუკა არიან წარმოდგენილი.


image


ჟურნალისტის პოსტი არც სკანდლაურ მსახიობსა და ეპატაჟურ ტელეწამყვანს, ია ფარულავას დარჩენია უყურადღებოდ, რომელმაც კომენტარებში ცნობილი გამოცემის ფოტოგრაფის მისამართით მკვეთრი შეფასებები არ დაიშურა და ის დარღვეული კომპოზიციის გამო კრიტიკის ქარცეცხლშიც გაატარა:


"ფოტოგრაფი დასაჭერია ან ვინც ეს ფოტო აარჩია… მართლაც სამწუხაროა… ნანუკა მშვენივრად კი არის მაგრამ… დარღვეულია კომპოზიცია საერთოდ" - ია ფარულავას ამ შეფასებას კომენტარებში მალევე თავად პოსტის ავტორიც გამოეხმაურა, რომელმაც "ფარული კონვერტის" წამყვანის შეხედულება არ გაიზიარა და დაწერა რომ მისგან განსხვავებით აღნიშნული გამოცემის ყდა მას პირიქით, ძალიანაც მოსწონს:


"რატოოო? ძალიან მომწონს" - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ია ფარულავს კრიტიკული შეფასების პასუხად.






0
616
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
616