სხვა "სასწაული ანდებში"-ყველაზე სენსაციური და დრამატული ავიაკატასტროფიდან 50 წელი გავიდა 2022, 1 ნოემბერი, 14:22 1972 წელს ანდებზე ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ თავიანთი სენსაციური ამბის ხელახლა მოსაყოლად მას შემდეგ, რაც ისინი იძულებულნი გახდნენ მიემართათ კანიბალიზმისთვის, რათა სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ურუგვაის 571-რეისის გადარჩენილი 16 ადამიანი, რომელსაც მოყვარულ მორაგბეთა გუნდი და მათი გულშემატკივრები ჩილეში უნდა გადაეყვანა, შეიკრიბნენ თავიანთი საშინელი განსაცდელის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რომელიც ისტორიაში "ანდების სასწაულის" სახელით არის ცნობილი მათი ისტორია უკვდავყოფილია პირს პოლ რიდის ბესტსელერ წიგნში, «Alive: The Story of the Andes Survivors» რომელიც მოგვიანებით, 1993 წელს ფილმად გამოვიდა Netflix-ის ახალი ადაპტაციით. ლონდონში Sunday Times-თან საუბრისას, კარლოს პაესმა განაცხადა, რომ გადარჩენილთა მოვალეობაა იმოგზაურონ მსოფლიოში და გააზიარონ თავიანთი 72 დღიანი ცხოვრების ისტორია რომელიც მათ გაატარეს გაყინულ მთებში და იძულებულნი გახდნენ ეჭამათ მათი მეგობრების ცხედრები, რათა გადარჩენილიყვნენ. ფოტოზე:კარლოს პაესი ”მე ვიმოგზაურე ექვსი მილიონი მილი American Airlines-ით”, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ფრენის შიში არ ჰქონდა. "მე განწირული ვარ სამუდამოდ მოვყვე ეს ამბავი, ისევე როგორც Beatles-ს ყოველთვის მოუწევს იმღეროს Yesterday-ი." "სასწაული ანდებში"-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე დრამატული ავიაკატასტროფაა მსოფლიო ისტორიაში, რა დროსაც 1972 წლის 13 ოქტომბერს თვითმფრინავი, რომელიც მონტევიდეოდან სანტიაგოში მიფრინავდა, ანდის მთებში ჩამოვარდა. მის ბორტზე 45 მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მაშველებმა მხოლოდ 72 დღის შემდეგ იპოვნეს, საბოლოოდ გადარჩა მხოლოდ 16, რომელთაც ავიაკატასტროფის შემდეგ მძაფრი გამოცდის ჩაბარება მოუწიათ. "კრება ჩავატარეთ და ვკამათობდით, გვექნა თუ არა ეს. მაშინ გვეჩვენებოდა, რომ თუ უარს ვიტყვით, მოვკვდებით. ყველამ ჭამა გადაწყვიტეთ. როდესაც თქვენი მეგობრის სხეულიდან ხორცის ნაჭრის ჭამას აპირებთ, ხელი ადვილად არ გემორჩილება. დიდი ფიზიკური და მენტალური ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა ხელი დაგვმორჩილებოდა. ისევე რთული იყო პირის გაღება, ენაზე ხორცის დადება და გადაყლაპვა"-იხსენებს ავიაკატასტროფის სხვა მონაწილე ხოსე ლუის ინსიარტე. ფოტოზე: ხოსე ლუის ინსიარტე მოგვიანებით, სამი მგზავრი დახმარების საძებნელად წავიდა. ერთი მათგანმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და უკან დაბრუნდა, ნანდო პარადო და რობერტო კანეზმა კი გზა განაგრძეს და მთებში 10-დღიანი ხეტიალის შემდეგ ჩილეში გადავიდნენ, სადაც ფერმერს გადააწყდნენ...ასე დასრულდა მათი 72 დღიანი ტანჯვა. მასზე გამოსულია წიგნები, გადაღებულია რამდენიმე ფილმი, როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული.კატასტოროფის ადგილას აგებულია დაღუპულთა მემორიალი, ყოველი წლის 22 დეკემბერს, ანდის მთებში გადარჩენილი მგზავრები იკრიბებიან და 72 დაუსრულებელ დღეს იხსენებენ. ამით ისინი დაღუპულ მეგობრებს მიაგებენ პატივს. 437 2-ს მოსწონს
|