საქართველო "იმიტომ დაესხა თავს დედის გინებით... მოკლედ, გამორჩეულად ბანძი როჟაა"- ჩერგოლეიშვილი ელისაშვილზე 2022, 1 ნოემბერი, 11:05 "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ მოქალაქის გინების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და პარტია "მოქალაქეების" ლიდერს "გამორჩეულად ბანძ როჟას" უწოდებს, რომელიც მისი თქმით მოქალაქეს თავს არა ცოლ - შვილის დაცვის მიზნით, არამედ საკუთარი ეგოს მოსაფხანად დაესხა:"ძალიან საძაგელი და მყრალი ელისაშვილის შარაგზის დრამაში იცით რა არის? ცოლშვილს რომ “იცავს”.სინამდილეში საკუთარ ეგოს იფხანს – “ფეისბუქი გამოვურთეც” საკუთარი ეგოს ფხანაა.ისიც მისი ეგოს შესახებაა, რომ არ უნდოდა ოჯახს ენახა როგორ ათრევენ.და “ობობებსაც” იმიტომ დაესხა თავს ინბოქსში დედის გინებით, რომ ზუსტად იცის პირადად მას დასცინა, და საკუთარი შელახული ეგოს გამო აგინა ოჯახის სიწმინდის სახელით დედა.არაფერ შუაშია ოჯახი და ცოლშვილი.ცოლს ვინც პატივს სცემს, შინაური ცხოველივით არ მოიხსენიებს.მოკლედ, გამორჩეულად ბანძი როჟაა."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ დეპუტატ, ალეკო ელისაშვილის მიერ სოციალური ქსელის ერთ - ერთი მომხმარებლის მისამართით მიწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვები და გინება gaius marius oboba-ას ნიკის ქვეშ მყოფი პიროვნების კითხვას - "ჩაურთე"? მოჰყვა. აღნიშნული პიროვნება საკუთარ კითხვაში "ფეისბუქის" ჩართვას გულისხმობდა, რომელიც ელისაშვილის თქმით, მან ცოლ- შვილს "გაუთიშა" რადგან საკუთარი ოჯახის წევრები მისი მისამართით გამოთქმული ნეგატიური კომენტარებისგან დაეცვა.მოქმედი დეპუტატის მუქარას gaius marius oboba შემდეგი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა და მისთვის ინბოქსში მიწერილი გინების კორიანტელის სქრინიც გაასაჯაროვა:"ამ პოსტის გამო, სადაც ყველა, ოდნავ მაინც მუშა მდგომარეობაში აქვს ტვინი, მიხვდებოდა, რომ თავად ელისაშვილს ვეკაიფები, ხოლო თავად ალექსანდრემ მოიმიზეზა რომ ცოლშვილს შეეხეო და ჩატში შემომივარდა გინებით.
|