x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
სე@სი საბჭოთა კინოში: 5 ყველაზე "ცხელი" სცენა საბჭოთა ფილმებიდან
image


გგონიათ სსრკ-ში სექსი არ იყო? თუ ასე ფიქრობთ ძალიანაც შემცდარხართ. მკაცრი ცენზურის მიუხედავად, საბჭოთა რეჟისორები მის დემონტრირებას საკუთარ ფილმებში დიდი წარმატებით ახდენდნენ. ცნობილი ფრაზის საპირწონედ გეტყვით რომ სსრკ-ში სექსი ნამდვილად იყო, და ეკრანებზე ეროტიკის ნახვაც სრულიად თავისუფლად ხდებოდა, რაზეც ეს ცნობილი 5 საბჭოური ფილმიც მეტყველებს.




"ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება", 1976 წელი



სცენამ, სადაც სვეტლანა ტომას პერსონაჟი ტანსაცმელში ბანაობის შემდეგ წელამდე შიშვლდება დიდი დისკუსია და ვნებათაღელვა გამოიწვია, და ეს იმის მიუხედავად, რომ კადრები ისე იყო დამონტაჟებული, რომ მოლდოველი რეჟისორის, ემილ ლოტიანუს საბჭოური ფილმი, რომელიც მაქსიმ გორკის რომანის "მაკარ-ჩუდრას" მოტივებზე იქნა გადაღებული პორნოგრაფიად არ ქცეულიყო!






"ეკიპაჟი", 1979 წელი




ფილმ "ეკიპაჟის" რეჟისორი ალექსანდრე მიტა ამ საწოლის სცენას დაჟინებით ითხოვდა, ხოლო ცენზურის მოთხოვნით მისი შემცირების შემდეგაც კი აღნიშნული ეპიზოდი საბჭოთა ეპოქისთვის მაინც საკმაოდ "ცხელი" გამოვიდა.






"ზამთრის ალუბალი", 1985 წელი



ეროტიკული სცენა, სადაც ფილმის ახალგაღვიძებული, სრულიად დედიშობილა ელენა საფონოვას გმირი, ოლგა ნიკოლაევნა ფანჯარასთან მიდის არაერთხელ იქნა სხვა საბჭოთა კინორეჟისორების მიერ გადაკოპირებული, მაყურებელს კი ისე მოეწონა დილის შუქზე ფანჯარასთან მდგომი შიშველი მარტოხელა დედის სცენა, რომ აღნიშნული კადრი ერთგვარ კლიშედაც კი იქცა სხვა სასიყვარულო ფილმებში.






"პატარა ვერა", 1988 წელი




სწორედ კინორეჟისორმა ვასილი პიჩულიმ აჩვენა საბჭოთა კინოში სექსი პირველად. მას თან ლანძღავდნენ, თან აღმერთებდნენ, თუმცა მის მიმართ გულგრილი არავინ იყო! და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ სურათით დაიწყო სექს-რევოლუცია საბჭოთა კინემატოგრაფში.






"ინტერგოგონა", 1989 წელი



ფილმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კადრში ელენა იაკოვლევა მარტოა - მან უარი თქვა არა მარტო მთლიანად გაშიშვლებაზე, არამედ საკუთარ პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებაზეც, საბოლოოდ, ოპერატორების ძალისხმევის წყალობით ეს "ინტიმური" სცენა საკმაოდ "ცხელი" გამოვიდა. საინტერესო ფაქტი: ელენა იაკოვლევა (რომელიც ფილმში "სიყვრულის ქურუმის" - ტატიანას როლს ასრულებს) იაპონელისთვის სიამოვნების მინიჭების ყველაზე პიკანტურ სცენაში საერთოდ პარტნიორის გარეშეა გადაღებული. სექსუალური აქტის იმიტირებისთვის რეჟისორ პეტრე ტოდოროვსკის ასისტენტები საწოლს არხევდნენ, ხოლო სრულყოფილი სურათის შესაქმნელდ თავად პიოტრ ეფიმოვიჩი მსახიობს ფეხზე ქაჩავდა.





0
951
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
951