კულტურა 64 წლის მადონამ ალბომი " Erotica"-ს 30 წლისთავი მთლიანად შიშველმა აღნიშნა(ფოტოები) 2022, 31 ოქტომბერი, 15:18 ![]() ამერიკელმა პოპ დივამ, რომელიც 64 წლის გახდა, თაყვანისმცემლები ახალი ფოტოსესიით კვლავ შოკში ჩააგდო. სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა. მომღერალმა თაყვანისმცემლებს შიშველი მკერდი აჩვენა. ვარსკვლავმა ამგვარად გადაწყვიტა აღენიშნა მისი ალბომი "Erotica"-ს ოცდაათი წლისთავი, რითაც სურს დაამტკიცოს, რომ ეროტიკა ახლაც მნინელოვანი არის მის ცხოვრებაში. მადონამ ასევე განაცხადა, რომ ალბომი ხელახლა გამოვა. "ნამდვილი ეროტიკა", - ასეთი წარწერა გაუკეთა ლეგენდარულმა პოპ-დივამ ფოტოს. ![]() ![]() "Erotica "— ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორის მადონას მეხუთე სტუდიური ალბომია, რომელიც გამოვიდა 1992 წლის 20 ოქტომბერს. Erotica არის კონცეპტუალური ალბომი, რომელიც ასახავს მადონას შეხედულებას სექსზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მუსიკალურ სტილშიც: ჩანაწერი არ ჰგავდა იმ ალბომებს, რომელიც მომღერალმა ადრე, 1980-იან წლებში გააკეთა. იგი შეიცავს უამრავ საცეკვაო და ჰიპ-ჰოპ ელემენტს, ვოკალმაც განიცადა ცვლილებები: მადონა უფრო მეტს ჩურჩულებდა, ვიდრე მღეროდა. "Erotica " -მ დაახლოებით 6-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მთელს მსოფლიოში და რამდენიმე ქვეყანაში პლატინის სტატუსი შეიძინა. 465 4-ს მოსწონს
|