x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135788
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
რუსი, მობილიზაციით გაწვეული მამაკაცი ტანკის ლულამ გასრისა
image მას შემდეგ რაც რუსული "ბლიცკრიგი" ვერ შდგა და რუსულ არმიას უკან მოუწია დახევად უდიდესი დანაკარგებით, რუსეთის დიქტატორმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რასაც სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების ჯარში გაწვევა მოჰყვა, ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი გზით.
ვლადიმირის ოლქში მცხოვრები ვლადიმიმ ფარაფონოვი მართალია თავისი სურვილით წავიდა ჯარში, მაგრამ ომში ჩართვამ არ მოუწია.


ვლადიმერი სხვა გაწვეულებთან ერთად სატანკო პოლკში მოხვდა და წვრთვნების გასავლელად "მოლინოს" საწვრთვნელ პოლიგონზე გაიგზავნა.


სამხედრო სწავლებების დროს ვლადიმერის ტანკი ჩაქრა და პოლიგონიდან ბაზის მიმართულებით ის სხვა ტანკმა ჩაიბა "ბუქსირზე", როგორც წესი ასეთ დროს ტანკის ეკიპაჟი ვალდებულია დატოვოს ტანკი და მეორე ტანკზე ან სულაც საევაკუაციო მანქანაზე გადასხდეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ტანკში და ტანკის კოშკურაზე.


ვლადიმერი და მისი ორი თანამებრძოლი მართალია ტანკიდან კი ამოძვრა, მაგრამ ტანკის კოშკურაზე განთავსდა, ვლადიმერი კი კოშკურის ქვემოთ ლულის ქვეშ განთავსდა და ლულას ჩაჰკიდა ხელი ტანკის რყევებისას რომ არ გადმოვარდნილიყო, ტანკში კი მხოლოდ მძღოლ-მექანიკოსი დარჩა.
ტანკის "ბუქსირებისას" ტანკს შემაღლებულ ადგილზე გადავლამ მოუწია, რა დროსაც ძლიერი რყევა განიცადა, ეკიპაჟის კოშკურაზე მსხდარი წევრები გადმოვარდნენ, ერთმა ხელი მოიტეხა, ვლადიმერს კი ლულა დაეცა ზედ, სავარაუდოდ მძღოლ-მექანიკოსმა გამოკრა ხელი ლულის მოძრაობის ბერკეტს, რასაც ვლადიმერის გასრესვა მოჰყვა ამ სიტყვის სრული გაგებით.



ტანკის კორპუსსა და ლულას შორის მოქცეული ვლადიმერი სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმების შედეგად ადგილზევე დაიღუპა.


მისმა ოჯახმა კი მიიღო შეტყობინება: "ვლადიმერი დაიღუპა საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ სიტუაციაში", რაც იმას ნიშნავს რომ ომამდე დაღუპული ვლადიმერის ოჯახი მიიღებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დახმარებას, ან მანქანას ან ფულად კომპენსაციას.


ვლადიმერი 40 წლის იყო მას 13 წლის გოგო და 17 წლის ბიჭი დარჩა.
ვლადიმერი დედასთან და ცოლთან ერთად ჯარში გაწვევისას.


image


0
314
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
314