x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამამ, რომელმაც პედოფილი მეგობარი მოკლა მცირეწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურების გამო, ციხიდან გაათავისუფლეს
image

მამამ, რომელმაც თავის ბავშვობის მეგობარს ქალიშვილზე ძალადობის გამო აიძულა საკუთარი საფლავი გაეთხარა, ციხიდან გაათავისუფლეს.


35 წლის ვიაჩესლავ მატროსოვს 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოლონიაში, მაგრამ ახლა გაათავისუფლეს ერთი წლით ადრე, ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ.


გასულ წელს, 26 აგვისტოს სამარის ოლქში სოფელ ვინტაისთან მახლობლად ტყეში, მარტოსოვმა დანის მუქარით აიძულა მეგობარი, საკუთარი საფლავი გაეთხარა, შემდეგ კი იგი დანით აჩეხა და იქვე ჩააგდო გათხრილ საფლავში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მატროსოვმა აღმოაჩინა შემზარავი კადრები მისი მეგობრის მობილურ ტელეფონში, სადაც აშკარად ჩანდა, როგორ აიძულებდა სვირიდოვი მის 6 წლის ქალიშვილს ჰქონოდა მასთან ინტიმური კავშირი.


image

მატროსოვი თავდაპირველად მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს, მაგრამ საქმესთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მკვლელობის ბრალდება მოხსნილი .

imageფოტოზე:ოლეგ სვირიდოვი


სამაგიეროდ, უბედურ მამას ახლა გაასამართლებენ სვირიდოვის თვითმკვლელობისკენ წაქეზების გამო, რაც მკვლელობაზე ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს.


ინციდენტის შემდეგ რამდენიმე კვირაში მატროსოვის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა გაიზარდა, მათ შორის მას მხარს უჭერდნენ ცნობილი რუსი ჟურნალისტებიც.

imageფოტოზე: სოფელი ვინტაი, საიდანაც იყვნენ მეგობრები


ადგილობრივებმა სოფელ ვინტაიდან დაიწყეს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, ისინი მოითხოვდნენ სარაკეტო ძრავების ქარხნის თანამშრომლის გამართლებას და მკვლელობის აღიარების შემდეგ პატიმრობის აცილებას.შეგროვდა 2500 ხელმოწერა.

imageფოტოზე:ვიაჩესლავ მატროსოვი ცოლ-შვილთან ერთად


„სვირიდოვს ჩაეძინა, ვიაჩესლავს დააინტერესდა, რას უყურებდა მისი მეგობარი, და აიღო მისი მობილური ტელეფონი", - ნათქვამია მატროსოვის მიმართ პეტიციაში.


ყველა მამა ამას გააკეთებდა [მოკლავდა ნებისმიერს, როცა დაინახავდა საკუთარი შვილის წამებას]. ეს იქნება მაგალითი ყველასთვის. ამიტომ ვითხოვთ გაგვიგოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგამოძიებო კომიტეტმა. "




ცნობილმა ტელეჟურნალისტმა და რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა სოცქსელში დაწერა : „ყველა მშობელი დაიცავს შვილს მკვლელი პედოფილისგან“.



მამამ სვირიდოვის ტელეფონში აღმოაჩინა სექსუალური ძალადობის აშკარა კადრები, გადაღებული იმ დროს, როდესაც გოგონა ექვსი წლის იყო. მისი ქალიშვილი, რომელიც ახლა რვა წლისაა, ევედრებოდა: „ოლეგ, კმარა, ამას ვეღარ გავუძლებ.Სახლში მინდა წასვლა."

0
223
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0