x
image
დავითი ჩუთლაშვილი
2027 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 10,500 დოლარს გადააჭარბებს? - IMF-მ ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) კონსერვატიული პროგნოზებით გამოირჩევა და მეტისმეტად ოპტიმისტურ მოლოდინებს არასოდეს აჩენს, თუმცა ამ კონსერვატიული მოლოდინების თანახმადაც კი 2027 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველოში 10, 540 დოლარი იქნება, რითაც ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამიერკავკასიის რეგიონში და კვლავაც გაუსწრებს სომხეთს (8, 880 დოლარი) და აზერბაიჯანს (8030 დოლარი).


როგორც პროგნოზი ცხადჰყოფს, საქართველო 2027 წელსაც ჩამორჩება რუსეთს, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით 15, 510 დოლარი იქნება და თურქეთს, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 14, 970 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდება.


ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით საქართველო ევროპაში დაიკავებს ბოლოდან მერვე ადგილს და გაუსწრებს მხოლოდ ევროკავშირის არაწევრ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა.


თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ IMF არაერთხელ შეცდა ეკონომიკურ პროგნოზებში, თანაც არა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. მაგალითად გასულ წელს ორგანიზაცია საქართველოში ეკონომიკურ ზრდას 5%-ის ფარგლებში ვარაუდობდა, თუმცა საბოლოოდ 10, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. IMF-ს წელსაც მოუხდა თავის პროგნოზში ცვლილების შეტანა და წლის დასაწყისში ნავარაუდევი 3, 6%-ის ნაცვლად წლევანდელი წლის ბოლოს ახლა უკვე 9%-იან ზრდას ვარაუდობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს პროგნოზი კვლავაც შეიცვალოს.



სამწუხაროდ, მიუხედავად ერთი შეხედვით ოპტიმისტური პროგნოზისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გაზრდილი ფასების გამო ეკონომიკურ ზრდას საკუთარ ჯიბეზე ვერ გრძნობს. გარდა ამისა, 10, 540 დოლარი ერთ სულზე გაანგარიშებით 2027 წლისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აღარც არის. შედარებისთვის იმავე 2027 წელს პოსტსაბჭოთა ესტონეთს ნომინალური მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 40, 400 დოლარი ექნება, ლიტვას 32, 990 დოლარი, ხოლო ლატვიას - 29, 460 დოლარი.


საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრ ქვეყანას ჩამორჩება და ეს არც 2027 წელს შეიცვლება. ჩვენს ქვეყანას კვლავაც მკვეთრად აჯობებს ევროკავშირის ყველაზე ღარიბი წევრი ბულგარეთიც კი, სადაც ნომინალური მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 2027 წელს 17, 000 დოლარს გაუტოლდება.


აქედან დასკვნა ერთადერთია: თუ გვსურს, მსოფლიოს წამყვან ეკონომიკათა რიგში ჩავდგეთ, ევროკავშირში უნდა შევიდეთ. ჩვენ რომ ევროკავშირში ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, 2004 წელს შევსულიყავით, ახლა სულ მცირე 2, 5-ჯერ უფრო დიდი ეკონომიკა გვექნებოდა, რაც სულ მცირე ორჯერ უკეთეს ჯანდაცვას, ორჯერ მეტ პენსიებს და შემწეობებს, ორჯერ მეტ ხელფასებს და სხვა სიკეთეებს ნიშნავს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი. თუ უახლოეს მომავალშიც ვერ გავხდით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილსაც დავკარგავთ და კიდევ უფრო უკანასკნელ პოზიციებზე გადავინაცვლებთ, რაც ემიგრაციის ახალ ტალღას გამოიწვევს.


თბილისი

1
95
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
95
  
2022, 2 ნოემბერი, 1:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1