მუსიკა ორი ლეგენდის შეხვედრა და სხვა საინტერესო ფაქტები ფრედი მერკურის შესახებ 2023, 13 მაისი, 9:27 კითხვაზე «ყველა დროის ჯგუფებიდან, რომელია საუკეთესო», ალბათ, უმრავლესობა «ბიტლზს» დაასახელებს... მართალია, ამ ჯგუფმა უამრავი კლასიკური ჰიტი შექმნა! მაგრამ... The Beatles არ ჰქონია ისეთი შემოქმედებითი მუხტი და არ ჰყოლია ისეთი სოლისტი, როგორიც Queen-ს ჰყავდა. და დღესაც, ათობით წლის შემდეგ, ფრედი მერკური ისევ კერპად, XX საუკუნის სცენის ნამდვილ ლეგენდად რჩება... ჯგუფი Queen აქ ლეგენდარული მომღერალზე 10 ფაქტს გთავაზობთ, რომლის შესახებ, შესაძლებელია, არც კი გსმენიათ!
2. ფრედი ერთადერთი იყო ჯგუფიდან, ვისაც სახელი «დედოფალი» მოსწონდა
«საფირმო» დგომა მიკროფონის დამჭერით 4. ფრედი იყო ექსტრავერტი სცენაზე და ინტროვერტი ცხოვრებაში... ვინც ფრედს პირადად იცნობდა, მას ძალიან მორცხვ ადამიანად ახასიათებს. მაგრამ, მაყურებელთან გამოსვლის წინ, ის სრულიად ტრანსფორმირდებოდა! ერთ-ერთ ინტერვიუში მან თავადვე აღნიშნა: «როდესაც სცენაზე გამოვდივარ — ექსტრავერტი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში — სრულიად სხვა ადამიანი ვარ...».
Queen-ის გერბი არანაკლებ საინტერესო ის ფაქტიც არის, რომ ფრედმა გერბი, Queen-ის წევრების ზოდიაქოს ნიშნების გამოყენებით შექმნა (მასზე 2 ლომი, კირჩხიბი და ორი ქალწულია).
სიმღერა «It's Christmas (All Over The World)» სპეციალურად მისთვის იყო დაწერილი! მაგრამ, როგორც ჩანს, თავადვე თქვა მასზე უარი, რადგან Queen-ს უკვე ჰქონდა აღებული Highlander-ის («მთიელი», 1986 წ) საუნდტრეკის შესრულების ვალდებულება.
9. ბევრი თანამედროვე როკ-მომღერალი ფრედი მერკურს, როკის არსებობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე უდიდეს მომღერლად თვლის! «ყველა როკ-ჯგუფმა უნდა შეისწავლოს Queen-ის გამოსვლა Live Aid-ზე! ის შთაგონებას გვაძლევს, რადგან ერთგვარი მაგიაა... ვთვლი, რომ ფრედი ყველა დროის, ყველაზე დიდი ფრონტმენია (ჯგუფის ვოკალისტი)» — განაცხადა Foo Fighters-ის ჯგუფის ვოკალისტმა და Nirvana-ს ექს-დრამერმა დეივ გროლმა. 10. ფრედმა თავისი სახლი მერი ოსტინს დაუტოვა და არა ჯიმ ჰატონს მიუხედავად იმისა, რომ მერკური და ჰატონი ერთად მომღერლის სიცოცხლის უკანასნელი 6 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ, ლონდონის ფეშენებელური სახლი ფრედმა თავის პირველ სიყვარულს — მერი ოსტინს დაუტოვა. ფრედი და მერი ერთმანეთს, მისი კარიერის დასაწყისში შეხვდნენ, შეუყვარდათ და 7 წელი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ხოლო, დაშორების შემდეგ, მეგობრებად დარჩნენ და ერთმანეთზე ყოველთვის ზრუნავდნენ. ფრედმა, საკუთარი სახლის მახლობლად, მერის ბინა უყიდა, რომ მასთან ახლოს ყოფილიყო. ხოლო, მერი მასზე მას შემდეგ ზრუნავდა, რაც მომღერალს შიდსის დიაგნოზი დაუდგინეს... «ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო, შენ ჩემი მეუღლე იქნებოდი და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სახლი შენი იქნებოდა», — დაწერა მან თავის ანდერძში. და კიდევ, მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვის დაუტოვა ფრედმა საკუთარი სახლი და ქონება, ან როგორი ვოკალური მონაცემები ჰქონდა მას... მერკური სამუდამოდ დარჩება ლეგენდად, — ადამიანად, რომელიც მუსიკოსების ახალ თაობებს შთააგონებს... რაც იმას ნიშნავს, რომ მას, სიკვდილის შემდეგაც, თანამედროვე მუსიკას განვითარების პოტენციალი გააჩნია! არხის სხვა სიახლეები:* ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ ახალი დაავადების შესახებ, რომელიც კორონავირუსზე უფრო სახიფათოა* უცხოპლანეტელები დედამიწაზე გრავიტაციის გამო ვერ ჩამოდიან?* ორსქესიანი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც თავის მდგომარეობას სიცოცხლის ბოლომდე მალავდა280 3-ს მოსწონს
|