x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137375
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
მზის დამუშავება ნატალურ რუკაში
image

ნატალურ რუკაში პლანეტის დამუშავების დონე და ხერხები არის ძალიან ინდივიდუალური. აქ შევეცდები მოკლედ დავწერო, ზოგადად როგორ ხდება მზის დამუშავება.


დასაწყისისთვის, უნდა ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს დამუშავება და რატომ ვამუშავებთ კონკრეტულ პლანეტას. პლანეტების დამუშავება ხდება მათი მდებარეობის და ასპექტების მიხედვით, გაითვალისწინება კიდევ ბევრი ფაქტორი, მაგრამ ეს ორი უმთავრესია.


მდებარეობის მიხედვით პლანეტის ანალიზისას გაითვალისწინება აკციდენტალური და ესენციალური ღირებულებები თვითონ ამ პლანეტის. ზოგადად, ესენციალური ღირებულებები არის მორგებული სოციალიზაციას, ურთიერთობებს. კარგია ის მდებარეობა, რომელიც ახდენს კონკრეტული პლანეტის დადებითი თვისებების გამოხატვას გარემოში, რეალიზაციას. ცუდად ითვლება მდებარეობა, რომელიც უფრო ინტროვერტულს ხდის ადამიანს ან პრობლემურს ხდის პლანეტის თვისებების გარემოში გადმოტანას. ასევე, მდებარეობის მიხედვით ანალიზის ნაწილია სახლების სისტემა, თუ რომელ სახლში დგას პლანეტა, რადგან არსებობს შედარებით "ცუდი" სახლებიც და"კარგი"სახლებიც. ცუდად აღიქმებიან ისევ და ისევ ის სახლები, რომლებიც აფერხებენ გარემოში პლანეტის მახასიათებლების რეალიზაციას. ასპექტების მიხედვით ანალიზი განიხილავს პლანეტების ასპექტებს. კარგი ასპექტები ეხმარება პლანეტას განვითარებასა და რეალიზაციაში, ცუდი ასპექტები აფერხებენ, თუმცა მეორეს მხრივ, აძლევენ მოტივაციასაც.



ერთი სიტყვით, ყველა მდებარეობას აქვს თავისი პლუსები და მინუსები.მინუსებშიც არის პლუსი და კარგ ასპექტებსაც შეგვიძლია მინუსი მოვუნახოთ. დამუშავება რეკომენდირებულია მაშინ, თუ კონკრეტული პლანეტა ხელს უშლის ადამიანს განვითარებაში, თუ ადამიანი არ არის კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით და უნდა განვითარება. განვითარება სოციუმში.


დავუბრუნდეთ მზეს.


მზის ყველაზე კარგი მდებარეობაა, როდესაც ის ლომშია. ამ დროს ადამიანი მაქსიმალურად ახდენს საკუთარი თავის მოტივაციას და საკუთარი ენერგია წარმატებით გადმოაქვს სოციუმში, სარგებლობს ავტორიტეტით და საკმაოდ ხელგაშლილია.არ უჩივის თავდაჯერების ნაკლებობას.ასეთი მზე, თუ არ აქვს ნეგატიური ასპექტები, დამუშავებას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს გამონაკლისი შემთხვევები ( დამანგრეველი გრადუსები, ავ ვარსკვლავებთან შეერთება, ანტისები და რეცეფციები..).


ყველაზე რთულ მდებარეობად ითვლება მზე მერწყულში და მზე სასწორში. მერწყული ლომის მოპირდაპირე ნიშანია, შესაბამისად, თუ ლომს სჭირდება სცენა, რომ იბრწყინოს, მერწყულს არ სჭირდება არავინ ენერგიის მოსაზიდად, მისი ენერგია უფრო ინტროვერტულია, ამიტომაც ითვლება შედარებით სუსტ მდებარეობად ასეთი მზე.


მზე მერწყულში ნაკლებად ეგოისტია, ნაკლებად საკუთარ თავზე ორინეტირებულია;უფრო გასცემს, ვიდრე იღებს;არ აინტერესებს ავტორიტეტი, არ უყვარს ჩარჩოები, ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებს და მარტოც ძალიან კარგად გრძნობს თავს. მერწყულის ქარიზმა და ენერგია, მისი ინიციატივიანობა უფრო ინტროვერტულია, შიგნიდან მოდის და შეიძლება გარემოში არც რეალიზდებოდეს ისე თავისუფლად, როგორც ლომი აკეთებს ამას. ეს ორი მზის მდებარეობა ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ერთი ექსტრავერტულია და გარემოსთან ჰარმონიაში, მეორე კი ინტროვერტულია და მეამბოხე, გარემოსთან წინააღმდეგობაში. იმისთვის, რომ დამუშავდეს მზე მერწყულში, ასეთი ადამიანი უნდა გახდეს გარემოსთვის უფრო მისაღები, ანუ უარი უნდა თქვას საკუთარ ექსცენტრიულობაზე და მოერგოს "ხალხის საყვარელი ლიდერის"' როლს, რაც არც ერთ მერწყულს არ უნდა). მე პირადად არ ვთვლი ამ მდებარეობას სუსტად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მზე ასპექტირებულია ცუდად ან ადამიანს აქვს მოთხოვნილება იყოს ხალხში მიღებული.


შემდეგი სუსტი მდებარეობაა მზე სასწორში. ამ შემთხვევაში ადამიანს აკლია ინდივიდუალობა, ყოველთვის სჭირდება სხვა ადამიანი ახლოს, ისევე როგორც მერწყულს, მაგრამ უფრო მეტად).ასეთი ადამიანი ნაკლებად ინიციატივიანია, ნაკლებად ენერგიული, ნაკლებად ოპტიმისტი, არ აქვს ამბიცია ლიდერობაზე, მისი ერთადერთი საზრუნავი სიმშვიდეში და ჰარმონიაში ცხოვრებაა.საკუთარი''მე''ს მძაფრი შეგრძნება ან ეგოიზმის გამოხატვა არც სასწორს შეუძლია და არც მერწყულს, ორივე მაქსიმალურად გამცემია მაშინ, როდესაც ლომი უფრო ეგოცენტრულია. მიუხედავად ამისა, სასწორში მზე ჰარმონიის მოყვარულია, მშვიდი და როცა საჭიროა არც ენერგია აკლია ასეთ მზეს და არც გამტანობა. უბრალოდ, სასწორში მზე მის აქტიურ თვისებებს ამ ნიშანში ნაკლებად იყენებს, ნაკლებად გამოხატავს. თუ მზე არაა საზიანებული ასპექტებით და ადამიანი კმაყოფილია მისი ასეთი ხასიათით, მე ვერ ვხედავ საჭიროებას მისი მზის დამუშავებისას.


სხვა მდებარეობები მეტ-ნაკლებად შუაში არიან, არ არიან დარიკალურები, თუმცა ყველა მდებარეობას რაღაც კონკრეტულის ნაკლებობა აქვს გამოხატვის მხრივ. აუცილებელია აღინიშნოს მზის ეგზალტაციის ნიშანიც, ვერძი. ეგზალტაციის შემთხვევაში პლანეტის ერთი დადებითი მახასიათებელი სხვა მის მახასიათებელზე ბევრად უფრო აქტიურად ჩანს, უფრო მკვეთრადაა გამოვლენილი ხასიათში. იგივეა დაცემულ მდგომარეობაში, ანუ სასწორში, ერთი კონკრეტული ნეგატიური მახასიათებელი დომინირებს ხასიათში, სხვა მახასიათებლებზე მეტად.


ვერძში მზე მეტისმეტად თავდაჯერებულია, ხშირად ყველანაირი მიზეზის გარეშე.უფრო გამტანი და აქტიურია, უფრო შემტევი ხასიათის, უფრო ინიციატივიანი. რა თქმა უნდა, ეს კარგად აღიქმება გვერდიდან, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისის საფასური: მეტისმეტი თავდაჯერება არც ისე კარგია, მეტისმეტმა ენერგიამ სიჩქარე იცის, სიჩქარემ -შეცდომები. მზე სასწორის შემთხვევაში ადამიანი მეტისმეტად უინიციატივოა, მეტისმეტად 'განზე გამდგარი'ასე ვთქვათ, ნაკლებად სოციალური, უფრო საკუთარ თავზე ორიენტირებული, ინტროვერტი.


მზე კუროში იგივენაირად ჯიუტია და მძიმე ხასიათის, როგორც მორიელი, მაგრამ კურო უფრო მიღებულია სოციუმში, უფრო ექსტრავერტია, ვიდრე მორიელი. ორივეს პრობლემაა სიჯიუტე და მიუღებლობა ყველაფრის, რასაც არ ეთანხმებიან- მეტისმეტად ფიქსირებული ბუნება.


ტყუპები და მშვილდოსანი ორივე ცნობისმოყვარეა და კომუნიკაბელური, მაგრამ ტყუპები უფრო მიღებულია მისი დიპლომატიურობის გამო, ხოლო მშვილდოსანი უფრო მეამბოხეა საკუთარი პირდაპირობის და რეფორმატორული სულის გამო. ორივეს აკლია ობიექტურობა და სიდინჯე.


კირჩხიბი და თხის რქა ორივე მიზანდასახულია და ფრთხილი, ორივე მშრომელია და თავდადებული თავის სფეროში, მაგრამ კირჩხიბი უფრო ექსტრავერტულია და მიღებული, თხის რქა უფრო დახურულია და ინდივიდუალური. ორივეს აკლია საკუთარი თავის ნდობა და საკუთარ ინტუიციაზე მეტი დაყრდნობა.


ქალწული და თევზები ორივე ძალიან დაკვირვებულია და ყურადღებიანი, ორივე ძალიან ემოციურია, მაგრამ ქალწული ამას ავლენს უფრო პრაქტიკული გზებით და მეთოდებით, თევზი კი უფრო ემოციურად და დრამატულად. ორივე რადიკალიზმია, ორივეს ბალანსის პრობლემა აქვს.


ცალკე თემაა ასპექტების მიხედვით ანალიზი, გააჩნია რომელი პლანეტა აზიანებს მზეს, რომელი სახლიდან, რომელი სახლის მმართველია, რამდენია ორბისი და ა.შ. ავი პლანეტების მხრიდან დაზიანება უფრო სერიოზულია, 8/6/12 სახლის პლანეტებისგან დაზიანება უფრო სერიოზულია. აქ რთულია კონკრეტულად რაიმეს თქმა, რადგან ყველა რუკა ინდივიდუალურია, ერთი და იგივე ასპექტი სხვადასხვა რუკაში სხვადასხვანაირად ინტერპრეტირდება, შესაბამისად აქ მხოლოდ კონკრეტული ნატალური რუკის ანალიზი იქნება გამოსავალი.


მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა მდებარეობა მზის და ნებისმიერი პლანეტის არის კარგი. დაცემულ და დამწვარ პლანეტებსაც კი აქვთ პლუსი (სპორტში განსაკუთრებით.), აქტიური დამუშავება რეკომენდირებულია მაშინ, თუ ასპექტებია რთული ან ადამიანს არ აკმაყოფილებს ის დონე, რასაც ეს კონკრეტული პლანეტა აძლევს და უნდა მეტად განვითარება.


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0