სხვა გერმანელმა ექიმმა პენისზე კოკაინი დაიყარა, რის შემდეგაც საყვარელი შემოაკვდა 2022, 25 ოქტომბერი, 14:19
გერმანიაში, 46 წლის ქირურგმა ანდრეას დევიდ ნიდერბიხლერმა, რომელიც ოდესღაც საქსონია-ანჰალტში ჰალბერშტადტის კლინიკის მთავარ ექიმად მუშაობდა, თავისი საყვარლის უნებლიე მკვლელობა ჩაიდინა. ორალური სექსის წინ მამაკაცმა პენისზე კოკაინი დაიყარა.
გამოცემის ცნობით, ეს ტრაგიკული შემთხვევა ჯერ კიდევ 2019 წელს მოხდა, თუმცა ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა, როცა სასამართლომ კომპენსაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძიმე გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანებისთვის, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ექიმის მსხვერპლი იყო 38 წლის ივონ მ. სასამართლოს ბრძანების თანახმად, მსჯავრდებულს 11500 ფუნტის (დაახლოებით 40 ათასი ლარი) გადახდა მოუწევს სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც სიკვდილამდე დაზარალებულის მკურნალობის საფასური დაფარა. კიდევ 25 ათასი ფუნტი (დაახლოებით 87 000 ლარი) კაცმა უნდა გადაუხადოს გარდაცვლილის ოჯახს. როგორც ცნობილი გახდა, ნიდერბიხლერი ამ მეთოდით "ერთობოდა" 2015 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე. ამ პერიოდში მან მინიმუმ სამ ქალს ჩაუყარა ნარკოტიკი და გააუპატიურა. მან აკრძალული ნივთიერებები ერთს შამპანურში, მეორეს პომადაში, ხოლო მესამეს კბილის პასტაში ჩაუყარა. გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში მან განაცხადა: ”დიახ, იყო ნარკოტიკები. მაგრამ მე არ მიმიცია არც ერთი ქალისთვის ნარკოტიკი მათი თანხმობის გარეშე." ნიდერბიხლერმა ასევე აღწერა ივონი, როგორც კოკაინის "გამოცდილი" მომხმარებელი, რომელმაც იცოდა, რასაც სჩადიოდა. მან Bild-ს აგრეთვე განუცხადა, რომ სურდა დაემტკიცებინა, რომ მას არ ეკისრებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ივონის სიკვდილის გამო. 1042 3-ს მოსწონს
|