x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინის ომის გამო მოსკოვის სტრიპტიზ-კლუბებიც დაზარალდნენ
image

რუსეთში სტრიპტიზ კლუბები დაზარალდნენ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი შედეგად, რადგან ზოგიერთ მამაკაცს საბრძოლველად იწვევენ, ზოგი იმალება ზოგი კი, მათ შორის მდიდრები, საზღვარგარეთ გარბიან.


"კლიენტების რაოდენობის კლება თებერვლიდან დაიწყო და გასულ შაბათს, მობილიზაციის შემდეგ, ის 60 პროცენტით შემცირდა“, - ჩივის ლუკი ლი, (ქვემოთ ფოტოზე)მოსკოვში სტრიპტიზ კლუბის, "Golden Girls" -ის მფლობელი.

image


ახლა მისი კლუბი იძულებულია სპეციალური შეთავაზებები გაუკეთოს პუტინის მიერ ომში გაწვეულ მამაკაცებს.


„ჩვენ მათ ორ კერძო ცეკვას ვთავაზობთ უფასოდ, როგორც კი გვაჩვენებენ თავიანთ გაწვევიის[მობილიზაციის] ქაღალდს... და ორ უფასო სასმელს“, განაცხადა ლიმ, რომელიც რუსეთში მოღვაწე ყაზახი ბიზნესმენია და რომელიც ასევე არის რუსეთის სტრიპტიზ კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი.


„ადამიანები მიდიან ომში, , კვდებიან და ჩვენ კი ისინი უნდა გავამხნევოთ ჩვენი შემოქმედებით.ქალებმა უნდა შთააგონონ კაცები, რათა დაიცვან მათი დედობა"-აღნიშნავს ბიზნსემენი.



მის სპეციალურ აქციას ჰქვია "ჩვენ ერთად ვართ" და იგი მოუწოდებს ასოციაციის ყველა სტრიპტიზ კლუბს შეუერთდნენ წამოწყებულ აქციას.


„ამან უკვე მოგვცა ვიზიტების 10 პროცენტიანი ზრდა."-აღნიშნა ლიმ.


მაგრამ მან ზოგადად სტრიპტიზ კლუბებზე მოთხოვნის ვარდნის მიზეზად დაასახელა რუსეთიდან მდიდრების მასიურ გადინება, რომლებიც გაურბიან პუტინის მოწოდებას და ომში მობილიზაციას.


”დარგში ზოგადი ვარდნაა, რადგან მდიდარმა ადამიანებმა დატოვეს რუსეთი, მათ თავს უშველეს, ახლახან დავბრუნდი თურქეთიდან - ის სავსეა მდიდარი რუსებით, ასევე რუსებით აივსო ყაზახეთი და ყირგიზეთი.....კაცები კი ომში მიდიან და ხვალ მოკვდებიან, ასე რომ, უნდ ამივცეთ მათ უფასოდ დალევის საშულება და მხარი დავუჭიროთ მათ…”


გუშინწინ მის კლუბში ომში გაწვეეული მამაკაცი და მისი მეუღლე მივიდნენ.


„მათ ესმით, რომ ემშვიდობებიან ერთმანეთს, რომ შეიძლება მოკლან ერთ, ორ-სამ თვეში.


და ის ეუბნება ცოლს: „ისიამოვნე ამ სილამაზით, წავიდეთ და გავაჩინოთ რამდენიმე ბავშვი."-ციტირებს ლის მონაყოლს ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი.

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0