x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე უნიკალური ტყუპები უკვე გაიზარდნენ და მათ ახალი ფოტოსესია მოუწყვეს
image


ყველა ბავშვი, თავისებურად, საოცარი და მშვენიერი იბადება... და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის კანი აქვს, რომელ რასას ეკუთვნის, ვინ არიან მისი მშობლები და რას მიაღწიეს ცხოვრებაში.

მაგრამ, არიან ბავშვები, რომლებიც უნიკალურები იბადებიან. მაგალითად, ნიგერიული წარმოშობის, კანადელი ფოტოგრაფის ჯუდიტ ნვოკოჩის შვილები.


image


ვაჟს კამისს, დედამისის მსგავსად, მუქი კანი, შავი თმა და ყავისფერი თვალები აქვს. ხოლო მისი და კაჩი — ალბინოსია და კარდინალურად განსხვავდება ძმისგან.

ჯუდიტი ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობდა ტყუპებზე და როდესაც ექოსკოპიაზე მიდიოდა, უკვე იცოდა რასაც ეტყოდნენ... საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ მისი ოცნება ახდება! რადგან მართლაც ორი შვილს ელოდებოდა.


image


მომდევნო ექოსკოპიაზე, მომავალ დედას ცუდი ამბავი შეატყობინეს. მას უთხრეს, რომ ტყუპებიდან ერთ–ერთი, სავარაუდოდ, დაუნის სინდრომით დაიბადებოდა. ხოლო, ფეხმძიმობის 37-ე კვირას, გამოკვლევისას დაადგინეს, რომ გოგონამ ზრდა შეწყვიტა და მის გადასარჩენად, ოპერაციის ჩატარება იყო საჭირო. ჯუდიტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.



imageimage


როდესაც მან ბავშვი პირველად აიყვანა ხელში, ვერ იჯერებდა, რომ ეს მისი ქალიშვილი იყო. ის ელოდა, რომ ეტყოდნენ, რომ რაღაც შეცდომა მოხდა და ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო... მაგრამ, ერთადერთი, რაც მედდისგან გაიგო, ის იყო, რომ ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა.



imageimage


«ძალიან გამიხარდა, რომ ორივე ბავშვი ჯანმრთელი იყო. უბრალოდ, არაფრის გამო შემაშინეს... ფერს თუ არ ჩავთვლით, ის ჩემი ასლია» – ამბობს ბედნიერი დედა.


image


მართლაც, ცუდი მხედველობის და მგრძნობიარე კანის გარდა, კაჩი აბსოლუტურად ჯანმრთელია. რა თქმა უნდა, ის ბევრის ყურადღებას იპყრობს და გარშემომყოფები გაკვირვებით უყურებენ მას. თუმცა ეს, ბავშვის დედას საერთოდ არ აწუხებს.


imageimage

«მაშინვე ვერ გავაცნობიერე, რომ ალბინოსის აღზრდა მომიწევდა. ვღელავდი, არ ვიცოდი რას იტყოდა ხალხი. ძალიან უჩვეულოა — როდესაც ერთი ალბინოსი და ერთი მუქკანიანი შვილი გყავს. იმაზე ვნერვიულობდი, თუ როგორ მოერგებოდა გოგონა საზოგადოებას, როგორ მოექცეოდნენ მას ირგვლივმყოფები».


imageimage

და-ძმას შორის, ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობაა... და დედა ამბობს, რომ «ისინი უცნაურს ვერაფერს ამჩნევენ».


imageimage

და მათ ძალიან გაუმართლა, რომ ერთმანეთი ჰყავთ!..


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* «ჟანდარმი სენ-ტროპედან» – ფილმის გადაღების ისტორია და ლუი დე ფიუნესის შეწყვეტილი კარიერა

* 800 წლის თესლი დათესეს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

* ვინ და რატომ გაიყვანა რკინიგზა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსში?

* აფრიკა – ფოტოებზე ასახული ცხოვრებისეული სცენები

* როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ (20 ფოტო)

* პატაგონიის გოლიათების რასა

* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო

* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს



1
1972
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1972
  
2022, 2 ნოემბერი, 1:02
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1