სხვა ჰიუსტონში 50 წლის მამაკაცმა თანამშრომლებს ბოთლში მოუშარდა და ვენერიული დაავადება აჰკიდა 2022, 23 ოქტომბერი, 16:28
ქალმა ჰიუსტონიდან, (აშშ, ტეხასის შტატი), სარჩელი შეიტანა მას შემდეგ, რაც სამსახურში ბოთლიდან წყლის დალევის შემდეგ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება დაემართა. ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ამავე დაწესებულების დაცვის თანმაშრომელი, 50 ლუჩიო კატარინო დიასი. იგი სათვალთვალო კამერამ გასცა: კადრებში ჩანს როგორ შარდავს მამაკაცი ბოთში, ყოველ შემთხვევაში, სასქესო ორგანო იქ ჩაყო.
"მან უბრალოდ აიღო ბოთლი, მოხსნა ხუფი და პენისი ნახევრად შიგ ჩაყო . შემდეგ ისე დაიხარა, რომ წყალი მის პენისს შეხებოდა", - ციტირებს Fox News-ი პოლიციის მონაცემებს. ინციდენტის გამოვლენის შემდეგ, ამის შესახებ ქალის კიდევ ერთმა კოლეგამ ისაუბრა. ადვოკატის მიერ შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ პირველი დაზარალებული, ისევე როგორც მეორე, ჰერპესით არის დაავადებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენობის მფლობელმა, მმართველმა კომპანიამ და დასუფთავების კომპანიამ, რომელმაც დაიქირავა დიასი, ვერ მოახერხეს დიასის ადეკვატურობის სათანადო შემოწმება. გარდა ამისა, შენობის ადმინისტრაციამ დროულად არ მოახდინა რეაგირება თანამშრომლის შეშფოთებაზე, როდესაც მან ინციდენტის შესახებ შეატყობინა. ქალბატონმა წყალი ლაბორატორიას შესამოწმებლად გადასცა და მათ დაადასტურეს, რომ მასში შარდი იყო. დაზარალებული ახლა მას მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს. გამოცემა წერს, რომ დიასმა პოლიციაში აღიარა, რომ ეს „ბოროტი განზრახვით“ ქნა და მსგავსი რამ წინა სამუშაოზეც გააკეთა. მან, სავარაუდოდ, არ იცოდა, რომ რაიმე დაავადება სჭირდა, მაგრამ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაადასტურა იგივე ვირუსი, რომელიც დაზარალებულ ქალს აღმოაცნდა. ეჭვმიტანილი ახლა პატიმრობაშია და ელოდება თავის პირველ სისხლის სამართლის სასამართლოს. 295 2-ს მოსწონს
|