x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
25 ძლიერი ისტორიული და საარქივო კადრი, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ

image

ფოტოგრაფია ყოველთვის ტოვებდა და დატოვებს წარუშლელ კვალს თითოეული ადამიანის სულზე. ბევრმა ფოტოგრაფმა მიაღწია იმას, რასაც აქამდე ვერც ერთი ოპერატორი ვერ მიაღწევს - ის მარადიული მეხსიერებისთვის აღბეჭდავს იმ მომენტებს, რომლებმაც შოკში ჩააგდეს საზოგადოება და შეცვალეს სამყარო. წარმოგიდგენთ კადრებს ჩვენი წარსულიდან, რომლებიც ნამდვილად დაგამახსოვრდებათ:

1. სამი და, დროის სამი პერიოდი, სამი ფოტო.image

2. ორი ლეგენდარული კაპიტანი - პელე და ბობი მური - ურთიერთპატივისცემის ნიშნად მაისურებს ცვლიან. ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, 1970 წელი.image

3. რვა წლის კრისტიანი დროშას იღებს მამის ხსოვნის დღეს, რომელიც ერაყში პატრულირებისას მოკლეს, სახლში დაბრუნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე.
image

4. რუმინელი ბავშვი ბუქარესტში საპროტესტო აქციების დროს პოლიციელს ბუშტს აძლევს.image

5. ფილადელფიის პოლიციის გადამდგარი კაპიტანი რეი ლუისი დააკავეს 2011 წელს უოლ სტრიტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.image

6. ბერი ხანშიშესული მამაკაცის გვერდით, რომელიც მატარებლის მოლოდინში მოულოდნელად გარდაიცვალა ჩინეთის შანქსის პროვინციაში, ტაიუანის ოლქში.image

7. ძაღლი, სახელად ლეაო, ორი დღე ზის პატრონის საფლავთან, რომელიც საშინელ მეწყერში დაიღუპა. რიო დე ჟანეირო, 2011 წლის 15 იანვარი.image

8. აფროამერიკელი სპორტსმენები ტომი სმიტი და ჯონ კარლოსი სოლიდარობის ნიშნად მუშტებს სწევენ. ოლიმპიური თამაშები, 1968 წ.image

9. ებრაელი პატიმრები ბანაკიდან გათავისუფლების დროს. 1945 წელიimage

10. პრეზიდენტ ჯონ კენედის დაკრძალვა, რომელიც შედგა 1963 წლის 25 ნოემბერს, ჯონ კენედი უმცროსის დაბადების დღეს. image

11. ქრისტიანები იცავენ მუსლიმებს ლოცვის დროს. ეგვიპტე, 2011 წ.image

12. 2010 წლის 31 ოქტომბერს, კუმგანგის მთასთან ოჯახური გაერთიანების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეელი მამაკაცი (მარჯვნივ) ავტობუსიდან ატირებულ სამხრეთ კორეელ მამაკაცს ხელს უქნევს. ისინი 1950-53 წლების ომმა დააშორა ერთმანეთს.
image

13. ხუთი წლის უორენ უაიტი ბერნარდი მამის, რიგითი ჯეკ ბერნარდის უკან გარბის და ყვირის: „დამელოდე, მამა“. ფოტო ფართოდ გახდა ცნობილი, გამოქვეყნდა LIFE-ში, ომის დროს ბრიტანეთის კოლუმბიის ყველა სკოლაში ეკიდა და ომის ობლიგაციებში გამოიყენებოდა.image

14. მღვდელი ლუის პადილო და ვენესუელაში აჯანყების დროს სნაიპერის მიერ დაჭრილი ჯარისკაცი.image

15. ავსტრალიელი სკოტ ჯონსი კოცნის თავის კანადელ შეყვარებულს ალექს ტომასს. კანადელები აჯანყდნენ მას შემდეგ, რაც ვანკუვერ კანუკსმა სტენლის თასი წააგო.image

16. დედა-შვილი კონკორდში, ალაბამაში, საკუთარ სახლთან, რომელიც მთლიანად გაანადგურა ტორნადომ. აპრილი, 2011 წელიimage

17. ახალგაზრდა მამაკაცი უყურებს საოჯახო ალბომს, რომელიც იპოვა თავისი ძველი სახლის ნანგრევებში სიჩუანის მიწისძვრის შემდეგ.image

18. ფილის სეგალი, 76 და კონი კოპელოვი, 84 წლის. პირველი ერთსქესიანი წყვილი, რომელიც დაქორწინდა მანჰეტენზე.image

19. იაპონიაში ცუნამის შემდეგ ჯარისკაცებმა 4 თვის გოგონა გადაარჩინეს.image

20. საფრანგეთის მოქალაქეები ნაცისტების შესვლისას პარიზში მეორე მსოფლიო ომის დროს.image

21. ჯარისკაცი ჰორაციუს გრიზლი და ჰაინრიხ ჰიმლერი ამ უკანასკნელის მიერ ბანაკის შემოწმების დროს, რომელშიც ჰორაციუსი იყო დაპატიმრებული.image

22. ტყის ხანძრის დროს მეხანძრე კოალას წყალს აძლევს. ავსტრალია, 2009 წimage

23. გარდაცვლილი შვილის მამა 9/11 მემორიალზე მეათე ყოველწლიური ცერემონიის დროს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში.image

24. ტანიშა ბლევინს, 5 წლისას, 105 წლის მოხუცის, ქარიშხალი კატრინას დროს გადარჩენილი ნიტა ლაგარდის ხელი აქვს ჩაჭიდებული.image

25. ჟურნალისტები იუნა ლი და ლორა ლინგი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს და 12 წლით მძიმე შრომა მიუსაჯეს, აშშ-ის წარმატებული დიპლომატიური ჩარევის შემდეგ ოჯახებს კალიფორნიაში უერთდებიან.image























0
1132
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0