საქართველო რომან გოცირიძე ოლექსი არესტოვიჩზე - „სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თვითმარქვიაა“ 2022, 21 ოქტომბერი, 19:24 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების“ რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებებზე გადაჭარბებულია. არესტოვიჩი, რომელიც "თავის თავს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატგარეშე სპეციალისტს, სინამდვილეში თვითმარქვიაა, რადგან არ იძებნება შტატგარეშეთა ოფიციალურ სიაში". "არესტოვიჩის გამონათქვამებზე ღრიანცელის ატეხვა “ქართულო ოცნების” მიერ, იგივეა, უკრაინის ხელისუფლებამ რომ სკანდალი ატეხოს ხუხაშვილის ყოველდღიურ ინტერვიუებზე. არესტოვიჩი არის ერთი ნიჭიერი ექსპერტი, ამბობს ბევრ ჭკვიანურს და გაურევს აქა-იქ სისულელეებსაც, როგორ დღეს მაგალითად, თავის თავს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატგარეშე სპეციალისტს, სინამდვილეში აღმოჩნდა თვითმარქვიაა, რადგან არ იძებნება შტატგარეშეთა ოფიციალურ სიაში. ეს გაირკვა მაშინ, როცა მისი მორიგი ექსტრავაგანტური გამონათქვამი არ მოეწონა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და მკაცრად გააკრიტიკა იგი. ასეთი სკანდალიც იყო, როცა აზოვის პოლკის რამდენიმე მებრძოლი მოკვლითაც კი დაემუქრა მას მცდარი ინფორმაციის გავრცელებისათვის. სასაცილოა ჩვენი ხელისუფლების ასეთი არაადეკვატური რეაგირება ფილოსოფოს-პროპაგანდისტის გამონათქვამებზე“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, იუთუბ-არხზე გამართულ დისკუსიაში ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა: "ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 499 1-ს მოსწონს
|