„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტელევიზიებს მოსახლეობის მანიპულირების მცდელობაში ადანაშაულებს და წერს:
„საააკაშვილის საქმე ევროკავშირის ფოკუსში”; “დღის მთავარი პოლიტიკური სკანდალი - სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს”; “გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებები მზადდება” - ეს არის ოპოზიციური ტელემედიის საინფორმაციო სამსახურების ჰედლაინები (არხების დასახელებას აზრი არ აქვს, ისე მუშაობენ, თითქოს ერთი ხელით იმართებიან).
ყველაფერი არის ტყუილი: არც სააკაშვილი ყოფილა ევროკავშირის ფოკუსში (ევროკავშირის ელჩს ჰკითხეს და უპასუხა ვაკვირდებით ყურადღებითო); არც გადამწყვეტი არჩევნების წინ ვართ; არც სააკაშვილის წერილს გამოუწვევია სკანდალი.
მე არ ვსაუბრობ ტელეიმედზე და პოსტივიზე, მე ახლა ვსაუბრობ ოპოზიციურ არხებზე. მითხარით, რატომ უნდა ჰქონდეთ გონიერ ადამიანებს ასეთი პროცესის ნდობა? როცა თავმოყვარე, გონიერი ადამიანი ტელევიზორს უყურებს და ხედავს, რომ მის მანიპულირებას და მოტყუებას ცდილობ, რატომ გენდობა? შეიძლება ვიღაც მოატყუო, მაგრამ ყველას ვერ ატყუებ და სტატუს კვო რჩება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.