x
„ამერიკელებმა რუსებს დიპლომატიური მასტერკლასი ჩაუტარეს“ - ალექსანდრე ლომაია
image
ეროვნული
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ლომაია სოციალურ ქსელში ბრიუსელში გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას აჯამებს და ამბობს, რომ დიპლომატიური ბრძოლის პირველი ორი რაუნდი თავისუფალმა სამყარომ რუსეთს პირწმინდად მოუგო.


„დასავლეთი-რუსეთი 2:0


დღეს, 12 იანვარს, ბრიუსელში გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს 4 საათიან შეხვედრაზე ნატოს 30-ვე წევრმა ერთხმად უარყო რუსეთის მოთხოვნა, დახუროს თავისი კარები ახალი წევრებისთვის. ნატო-მ თავის მხრივ, მოსთხოვა რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა, შესთავაზა მოლაპარაკებების დაწყება გამჭვირვალობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე და სიმეტრიულ სარაკეტო შეზღუდვებზე, რაზეც რუსეთმა მოლაპარაკებების განრიგის განსახილველად მზად არ ვარო.


ხვალ ვენაში ეუთო-რუსეთის საბჭოს შეხევდრაა. დაგეგმილი სამრაუნდიანი დიპლომატიური ბრძოლის პირველი ორი რაუნდი თავისუფალმა სამყარომ რუსეთს პირწმინდად მოუგო“, - წერს ალექსანდრე ლომაია.



ამავე თემაზე კახა ლომაია სხვა პოსტში აღნიშნავს:


„აშშ-ის დიპლომატიური კონტრშეტევა


აშშ-რუსეთის გუშინდელი 8 საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ამერიკელებმა რუსებს დიპლომატიური მასტერკლასი ჩაუტარეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გააგრძელა დიპლომატიური კონტრშეტევა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდმა ხისტად გააფრთხილა რუსეთი, რომ ეს კრიზისი მისი შექმნილია, რომ ყველაზე მეტად კონფლიქტი სწორედ მას დააზარალებს, დაადასტურა, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, და (ყურადღებით!) მიესალმა ფინეთის და შვედეთის შესაძლო გაწევრიანებას ნატო-ში.


ამას დაემეტა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობა, რომ დეკემბრის ბოლოს ბაიდენმა მოაწერა ხელი უკრაინისთვის 200 მილიონიანი, მათ შორის, სამხედრო დახმარების პაკეტს. თავისი ულტიმატუმი პუტინს შესაძლოა რუსეთ-ნატოს საზღვრის 1000 კილომეტრით გაგრძელებით შემოუბრუნდეს. როგორი იყო რუსეთის რეაქცია გუშინდელ გაკვეთილზე? უხალისო, რბილად რომ ვთქვათ. პესკოვმა „ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვსო“, ჟენევის შეხვედრაში მონაწილე რუსმა დიპლომატებმა „რთული შეხვედრა გვქონდაო“, თავდაცვის სამინისტრომ კი ახალი „წვრთნები“ გამოაცხადა უკრაინის საზღვართან“, - წერს ალექსანდრე ლომაია.


3
963
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
963
  
2022, 16 იანვარი, 22:31
FRE,GЕ ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი, ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
FRE,GЕ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
2022, 13 იანვარი, 19:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 13 იანვარი, 19:03
რუსი ოკუპანტების გიდი 2008 წელს-ნაძირალა.
0 1 3