x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვინ და რატომ გაიყვანა რკინიგზა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსში?
image


ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში მეტად უჩვეულო რკინიგზა არის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს მონორელსია. ხოლო, მისი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსში გადის. ასეთი რამის წარმოდგენა, ალბათ, მხოლოდ სამეცნიერო–ფანტასტიკის მწერალს შეეძლო, შორეული და ბნელი მომავლის აღწერისას. მაგრამ ეს, სავსებით რეალურია...


imageჩუნცინში, ყველაზე დიდი ქალაქი მსოფლიოში


ჩუნცინში – არის ქალაქი, 28, 8 მილიონი მოსახლეობით და 82400 კვ. კმ. ფართობით. დღეს იგი პლანეტის ყველაზე დიდ ქალაქად ითვლება. ამ დასახლებაში მშენებლობა უაღრესად რთულია ისტორიისა და ლანდშაფტის გამო. ჩინური დასახლების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, არა ქალაქი, არამედ გარეუბანი ან თუნდაც, სოფლის ტერიტორიაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსახლეობის სიმჭიდროვე იქ უკიდურესად არათანაბარია.


image


ყველამ, ვინც 5-10 მილიონზე მეტი მოსახლეობის ქალაქში ცხოვრობს, კარგად იცის, თუ როგორ არის საქმე, ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასეთ დასახლებებში. დიდი ქალაქებისთვის ინფრასტრუქტურის საკითხი, ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაგვარებელია და ზოგჯერ, მისი მოსაგვარებლად, იძულებულები ხდებიან უკიდურეს ზომებს მიმართონ. სწორედ ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს ჩუნცინშის მონორელსის სისტემა. ხოლო, მისი მთავარი «ღირსშესანიშნაობა» ლიზბას სადგურია, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის შიგნით მდებარეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მატარებელი კორპუსს მხოლოდ კი არ კვეთს, მასში გამუდმებით, უცხო ადამიანებიც შედიან და გადიან.


imageკარიბჭის კოშკი ოსაკაში, იაპონია


ჩუნცინის რკინიგზა მსოფლიოში ერთადერთი არ არის, სადაც მონორელსი საცხოვრებელ, კომუნალურ ან კომერციულ შენობაში გადის. ალბათ, ბევრს აინტერესებს, თუ როგორ ცხოვრებენ ამ კორპუსის მაცხოვრებლები... მშენებლობის დროს, რა თქმა უნდა, ხმაურის და ვიბრირების შესამცირებლად, რაღაც ზომები გატარდა. თუმცა, შედეგი დიდი არ არის! ადგილობრივები იძულებულები არიან, ხმაურში და მუდმივ ჯანჯღარში იცხოვრონ... და აქ ჩნდება კითხვა, არ შეიძლებოდა, რკინიგზის უფრო იზოლირებულ ადგილზე გაყვანა? მაგრამ, როგორც ამბობენ, ალტერნატივა, მხოლოდ კორპუსები მთლიანად დანგრევა იყო... და შედეგად, კომპრომისი გამონახეს.


image«ვიწრო გზა» ჰანოიში (ვიეტნამი)


მსოფლიოში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება სხვა ადგილი, სადაც მონორელსი პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსშია გაყვანილი. მაგრამ, არსებობს რკინიგზები და მეტროს ხაზები, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს შორის გადის. მაგ., ვიეტნამში, ე. წ. «ვიწრო გზა» არის, სადაც მატარებელი, საცხოვრებელი კორპუსების კედლებიდან და კარებიდან, ზუსტად ერთ მეტრში გადის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ცნობადი მაგალითი, ჩიკაგოს მიწისზედა მეტრო, რომელიც სახლის ფანჯრებთან გადის. იაპონიის ქ. ოსაკაში კი, საავტომობილო გზატკეცილი Gate Tower building–ის საოფისე შენობას კვეთს.


imageჩიკაგოს მიწისზედა მეტრო (აშშ)



image

არხის სხვა სიახლეები:


* აფრიკა – ფოტოებზე ასახული ცხოვრებისეული სცენები

* როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ (20 დოტო)

* პატაგონიის გოლიათების რასა

* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო

* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს

* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში

* საიდან მოვიდნენ შუმერები?



0
603
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0