x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მადლობა....ადამიანების ნამდვილი სახის დანახვა რომ ვისწავლე, იმისთვის...
image

- დიდი დრო გავიდა...

- ჰო, ძალიან დიდი...

- რატომ არ მეხმიანებოდი?


- ცხვირწინ მოჯახუნებულ კარზე, რომც ვკვდებოდე მეორედ აღარასდროს დავაკაკუნებ...

- შეცვლილხარ...

- მართლა?

- ჰო... და თან ძალიან ლამაზი ხარ.

- როგორც ყოველთვის.

- ხო, შეუძლებელია არ დაგეთანხმო. იცი, მაშინ იმიტომ წავედი რომ...

- არ მაინტერესებს, ნურაფერს მეტყვი.

- რატომ?

- ადამიანები მიდიან, მაგრამ იცი, გააჩნია როდის გაქცევენ ზურგს. როცა არაფერი გიჭირს მაშინ მარტოობას აიტან, მაგრამ როცა მიწაზე ხარ დანარცხებული და მაშინ გაქცევენ ზურგს, ეგ უკვე სხვა მომენტია.

- დაგეხმარებოდი, გეთქვა, გეთხოვა...

- კაცს დახმარებაზე თხოვნა არ უნდა სჭირდებოდეს ქალისგან...

- ახლა? ახლა დაგეხმარები, ძველ შეცდომებს გამოვასწორებ...

- არა, ახლა აღარაფერია საჭირო, მაგრამ დახმარება რომც მჭირდებოდეს შენ არასოდეს გეტყვი.

- რატომ?

- შენ ჩემთვის აღარავინ ხარ და იმიტომ... მაგრამ სანამ დამავიწყდა, მინდა მადლობა გადაგიხადო, მთელი გულით გეუბნები, დიდი მადლობა.

- რისთვის?

- ასეთი ძლიერი რომ გავხდი იმისთვის;

საკუთარი თავისთვის ჭრილობების მოშუშება რომ ვისწავლე იმისთვის;

ადამიანების ნამდვილი სახის დანახვა რომ ვისწავლე იმისთვის....


/ ია კარგარეთელი /

0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0