x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სამყაროს 15 ყველაზე უჩვეულო და სახალისო ფაქტი
სახალისო და უჩვეულო ფაქტების გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ჰოდა, მოდით, ჩვენც გავხალისდეთ და თვალი გადავავლოთ 15 ყველაზე უჩვეულო და სახალისო ფაქტს, რომელსაც ამჟამად შემოგთავაზებთ:


1. 2010 წელს, როცა ბიტკოინი ახალი გამოსული იყო, ერთ-ერთმა პიროვნებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პიცა შეუკვეთა, რისთვისაც 10 ათასი ბიტკოინი გადაიხადა. დღეს 10 ათასი ბიტკოინის ფასი 520 მილიონ დოლარს აჭარბებს.


2. მსოფლიოში მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის კოკა-კოლას რეცეპტი. მათ ერთად მგზავრობა აკრძალული აქვთ.


3. კატებს შაქრის დაგემოვნება არ შეუძლიათ.



4. შვედეთში ყველაზე ნაკლები მკვლელობა ხდება მთელ მსოფლიოში.


5. როგორც კვლევამ გვიჩვენა, ქირურგები, რომლებიც კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ, უფრო ზუსტ ოპერაციებს აკეთებენ, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც კომპიუტერული თამაშების აზრზე არ არიან.


6. ეთიოპიურ კალენდარში 13 თვეა და წელთაღრიცხვა ჩვენსას 7 წლით ჩამორჩება.


7. წყნარ ოკეანეში დაცურავს ნაგვის კუნძული, რომელიც საფრანგეთზე 3-ჯერ უფრო დიდია და რომელიც 80 ათასი ტონა წონის პლასტმასის ნარჩენებისგან შედგება და ეს სახალისო სულაც არ გახლავთ.


8. ირვ გორდონმა დაამყარა ერთი და იმავე ავტომანქანით მგზავრობის მსოფლიო რეკორდი. მან 1966 წელს შეიძინა Volvo P1800 და მისი მეშვეობით 5 მილიონი კილომეტრი იმგზავრა.


ქალი


9. ცისფერთვალება ადამიანები ალკოჰოლს კარგად ინელებენ და ამიტომ მათი დათრობა ძალიან ძნელია.


10. ჩანასახოვან სტადიაში გარკვეულ პერიოდამდე ყველა ადამიანი ქალია. მამაკაცის იგრეკ-ქრომოსომა პირველად მხოლოდ მშობიარობიდან 5 კვირის თავზე აქტიურდება.


11. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს თავდაპირველად მამაკაცები ატარებდნენ, რათა წარმოსადეგნი გამოჩენილიყვნენ. მხოლოდ მე-17 საუკუნეში დაიწყეს ქალებმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, რათა მამაკაცური იმიჯი ჰქონოდათ, რაც თანდათან იქამდე მივიდა, რომ მამაკაცები აღარ ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რათა ქალებს არ დაემსგავსონ.


12. ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ერთდროულად ლაპარაკი და ყლაპვა არ შეუძლია. ჩვენ ამ უნარს 9 თვის ასაკში ვეთხოვებით, როცა ლაპარაკს ვიწყებთ.


სთარ  ტრეკი


13. “ვარსკვლავური ომები” პირველი სერიალია, რომელმაც შავკანიანის და თეთრკანიანის კოცნა ასახა.


14. ბრაზილიური მოხეტიალე ობობას ნაკბენს მამაკაცებში იმგვარი ხანგრძლივი ერექციის გამოწვევა შეუძლია, რომელიც საათობით გრძელდება.


15. საბერძნეთში 2000 ადამიანია რეგისტრირებული, რომელიც საკუთარ რელიგიად ჰელენისმოსს აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ისეთი ღმერთების სწამთ, როგორებიც ზევსი, ჰერა, აპოლონი, აფროდიტე და პოსეიდონი არიან.

1
445
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
445
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1