x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიუ-იორკში ვირთხების შემოსევაა
image

დიდი ხანია რაც ნიუ-იორკში მილიონობით ვირთხა ბინადრობს. ყველა უკვე მიჩვეულია იმ ფაქტს, რომ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში კი მღრღნელებს საკუთარ სახლად აქვთ ქცეული.


ათწლეულების განმავლობაში მერია მათთან ბრძოლას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

COVID-19-ის პანდემიამ ხელი შეუწყო ვირთხების პოპულაციის შესამჩნევ ზრდას "დიდი ვაშლის ქალაქში"(შენიშვნა: ნიუ-იორკის მეტსახელი შერქმეული ჯერ კიდევ 1920 წელს)




ნაგავი ჯერ კიდევ ვერ გააქვთ რეგულარულად, ხოლო რესტორნებისა და კაფეების გარე ვერანდები, რომლებიც აშენებულია როგორც დახურულ შენობებში კვების ობიექტების ალტერნატივა. გაიზარდა საკვები ნარჩენების რაოდენობა, რაც მღრღნელებისთვის ადვილად მისაწვდომი ნადავლია.


image

ნიუ-იორკის ახალმა მერმა, ერიკ ადამსმა გადაწყვიტა, რომ დროა იმოქმედოს. მან სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც ვირთხებს ომი გამოუცხადა.



მერის მიერ დამტკიცებული ღონისძიებები არ განსხვავდება განსაკუთრებული სიახლეებით: მის განსახორციელებლად სოლიდური თანხა გამოიყოფა და ქალაქელები ახლა ვეღარ შეძლებენ, როცა მოესურვებათ მაშინ გაიტანონ ნაგვის ტომრები და კონტეინერები ქუჩაში, სანამ მას ნაგავმზიდი წაიღებს, სანაცვლოდ დაწესდება ლიმიტირებული დრო.



საკრებულოს წევრმა შონ აბრეუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მერიაში ნაგვის გორებზე მიღებული საჩივრების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გაიზარდა ერთნახევარჯერ, ხოლო ვირთხებზე გაორმაგდა.



მერი გადამწვეტი ბრძოლისთვის მზადაა. „ყველამ, ვინც მიცნობს, იცის ერთი რამ - მძულს ვირთხები. - მან თქვა. ჩვენ მათ დავხოცავთ, ქალაქში მათი ადგილი არაა".


ქალაქის მაცხოვრებლები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და წარმატების ნამდვილად არ სჯერათ. ისინი ელოდნენ, რომ მერია საბოლოოდ გააუქმებდა ნებართვებს ღია რესტორნებსა და კაფეებზე და ხშირად მახინჯ გარე ვერანდებზე, რომლებიც ასე მომრავლდა პანდემიის დროს და ვირთხების პოპულაციის მიზეზი გახდა.

0
429
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0