კახეთი ვის ინტრიგას ემსხვერპლა პატიოსანი კაცის სამსახური? -37-იანი წელი და ჩაშვების ინსტიტუტი დედოფლისწყაროს საინფორმაციო ცენტრში 2022, 18 ოქტომბერი, 22:15 სოფლის მეურნეობის სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის მთავარი სპეციალისტი დედოფლისწყაროს საინფორმაციო ცენტრში გიორგი ბენაშვილი ამავე ცენტრის წამყვანი სპეციალისტის იაგო ყოჩიაშვილის საჩივრის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს. გიორგი ბენაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: "ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო! დედოფლისწყაროში ჩვენი სამსახურის ჩამოყალიბებიდან დღემდე ბევრი ღირსეული ადამიანი გაგიცანით და დავმეგობრდით. იყო ბევრი სიხარულის, სიახლის ძიებისა და სასურველი ემოციების დღეებიც. მადლობა ყველას ამ ტკბილად გასახსენებელი წარსულისათვის. კიდევ ერთხელ გულითად მადლობას გიხდით თანადგომისთვის, რომელიც თქვენ გაწიეთ უშუალოდ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. მე ვამაყობ თქვენით.
ჩემდა სამწუხაროდ მომიწია თქვენთან გამომშვიდობება, ტყუილს ვერ გაკადრებთ და დაბეჯითებით მიზეზის ახსნა მიჭირს. მიმძიმს ამ ფორმით თქვენთან დაშორება.
მინდა ყველაფერი ჯანსაღი და ლამაზი გქონდეთ, მსფლიო მასშტაბით სადღეისოდ მეტად რთულ და დაძაბულ სიტუაციაში ურთიერთ სიყვარულსა და სამართლიანობას გისურვებთ. გფარავდეთ ღმერთი!"
აღნიშნულთან დაკავშირებით გია ბენაშვილი აცხადებს:"სოფლის მეურნეობის სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის დედოფლისწყაროს საინფორმაციო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა იაგო ყოჩიაშვილმა მიჩივლა შვებულების პერიოდში სამსახურის მანქანა გამოიყენაო, მიზეზი ეს იყო. სხვამ დამაწერინაო ამბობს, გამოუცდელია და შეაცდინეს, რეგიონის ხელმძღვანელზე მიუთითებს. განცხადების დაწერაც არავინ მაცალა, საყვედურით გამანთავისუფლეს. ვფიქრობ აქ ჯგუფურად და გამიზნულად მოხდა ყველაფერი, საწყენია, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა არც კი დაიტერესდა ამ ამბით და მიღებაზე მისული რამდენჯერმე უარით წამოვედი, მოსმენა არც კი მოისურვეს. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება პატიოსნად მიცხოვრია და ეს უსამართლობა ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის." უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ბენაშვილი მეტად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს დედოფლისწყაროს რაიონში, გამოირჩევა კომპეტენციით და განათლებით სოფლის მეურნეობის საკითხებში, რაც ახლა ძალიან ჭირს. აღნიშნულ პოსტსუამრავი ადამიანი გამოეხმაურა და უამრავი მხარდამჭერი კომენტარიც დაუწერეს: უნდა აღინიშნოს, რომ რაიონში მოსახლეობასთან გასაუბრებისას ყველა დადებითად ახასიათებს გიორგი ბენაშვილს. ამბობენ, რომ სოფელ სამრეკლოს სსახელიც ბენაშვილს უკავშირდება და ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს მისი ინიციატივა იყო სოფელ ჯაფარიძეს დარქმეოდა ახალი სახელი სამრეკლო. ასევე, მისი ინიციატივით დაარსდა დედოფლისწყრაოს დასუფთავების სამსახური, პირველად ჩვენი რაიონიდან 90-იან წლებში მისი თაოსნობით იქნა კიგბოქსის 12 კაციანი გუნდი მოსკოვში გაგზავნილი. გიორგი ბენაშვილის რაიონის წინაშე დამსახურებაზე ტომები დაიწერებაო აცხადებენ დედოფლისწყაროელები. ფაქტთან დაკავშირებით ვცადეთ დაკავშირება სააგენტოს ყოფილ წამყვან სპეციალისტთან იაგო ყოჩიაშვილთან, თუმცა მისი ტელეფონი 599 91 75 73 გამორთულია, ფეისბუქზე კი მან მიწერილზე არ გაგვცა პასუხი. 264 შეფასება არ არის
|