x
image
თუთიკო ბერძენა
ეკა ხერხეულიე: ბარბარე რაფალიანცის ტრაგედია - ზუსტად 2 წუთში, როცა  ჯერ ბავშვი არ იყო გარდაცვლილი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება და დაზაფრეთ საზოგადოება

image
„არ მესმის დარბაზის პათოსი, როდესაც ჩვენზე ხელის გაშვერით მორალზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომელთა კარიერაც და პოლიტიკური ცხოვრებაც სწორედ ამ ხაზზე გადის. ვგულისხმობ ადამიანური ტრაგედიების საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოყენებას და ეს ხაზი გასდევს მათ მთელ კარიერას. მინდა გაგახსენოთ თქვენი უკანასკნელი საარჩევნო კამპანიაც, როცა სისხლიანი ბანერები გადმოკიდეთ“, - მიმართა "ქართულ ოცნებას" ეკა ხერხეულიძემ.

image


მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ 10 წლის მანძილზე ზიზღსა და სიძულვილში აცხოვრა ხალხი.


„ეს არის მუდმივი შიშის დანერგვა და თესვა ხალხში, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები არიან იმ დანაშაულის ჩამდენები, რომელზეც არასდროს დაგიდგენიათ ჭეშმარიტება და სიმართლე. ამისთვის საკმარისია ბარბარე რაფალიანცის ტრაგედია, როდესაც ზუსტად 2 წუთში, როცა ჯერ ბავშვი არ იყო გარდაცვლილი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება, დაზაფრეთ საზოგადოება და ხელი გაიშვირეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისკენ გაიშვირეთ ხელი და თქვით, რომ ისინი არიან მკვლელები. მერე რა? გამოხდა ხანი, ათი წელი გავიდა და ათი წლის განმავლობაში ამ ზიზღში და ბოღმაში აცხოვრეთ საზოგადოება და დღეს დეპუტატი დავითულიანი ამბობს, მადლობა მას, რადგან პირველი ადამიანია, ვინც ამბობს, რომ ეს ასე არ იყო და არ იყო სწორიის, რაც გაკეთდა მაშინ იმ განცხადების სახით, მაგრამ ამან მოიტანა თავისი მძიმე შედეგები“, - მიმართა ეკატერინე ხერხეულიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

4
256
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
256
  
2022, 19 ოქტომბერი, 9:09
მგონია,რომ ადამიანებს კი არა,დრომოჭმულ წესებს უნდა ვებრძოლოთ და მეტი პასუხისმგებლობა გვქონდეს. ამას წინათ,ვიღაცის ძაღლმა ვიღაც ადამიანებს უკბინა,ხოლო ერი განიხლიავს ასე რამეს,ბრაზიანი ძაღლების ჯიშების ყოლა აიკრძალოს თუ არა. იმას არავინ ამბობს,რომ მეპატრონეს დამცავი უნდა გაეკეთებინა ძაღლისთვის და მეტი პასუხისმგებლობა უნდა ქონოდა. ნებისმიერი ჯიშის ძაღლი შეიძლება იყოს ბრაზიანი და ადამიანები დაკბინოს. მე მყავს გერმანული ნაგაზი,რომელიც ერთგული ძაღლია და იმდენად არის შეჩვეული ჩემზე,რომ თუ ვინმე რაღაც აგრესიული ქცევა განახორციელა ჩემს მიმართ,მაშინვე იწევს საკბენად. ამიტომ დამცავით დამყავს. რეალურად,ის ძაღლი მიცავს და მისი მოვალეობა ეგ არის.ძაღლია და მეტი არ იცის,ადამიანი არის პასუხიმგებელი. ამის გამო რო ამ ძაღლის დაძინება მომიწიოს,ხომ გავაფრინე. რაღაცის შეზღუდვა/აკრძალვა გამოსავალი არ არის,მეტი პასუხიმგებლობა არის საჭირო,რაც მეტი თავისფულების გარეშე არ არსებობს.
2022, 19 ოქტომბერი, 9:00
ჩვენი მამების თაობაც ეგრე იყო,ჩვენი მომავლის ნგრევაში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებდა,მხედრიონელი ზვიადისტს აბრალებდა,ხოლო ზვიადისტი მხერდიონელს. უამრავი შეცდომა დაუშვეს და რა ვქნათ,დავიჭიროთ ეს ხალხი? ზოგიერთი პოლიტიკაში დაბორიალობს ისევ,რატომ არ ისჯიან თავს? მათ შეცდომას მოყვა ბევრი ადამიანის სიკვდილი პირდაპირი და ირიბი სახით. რაც იარაღის გამოყენებით ვერ მოკლეს,ნარკოტიკებით დახოცეს ახალგაზრდა ადამიანები,ზოგს ცხოვრება სამუდამოდ დაენგრა. იმ პერიოდის ნათელი დასტური არის მიშა მესხი,შეხედეთ მაგ ბიჭს და მიხვდებით,რა პერიოდში გაატარა ახალგაზრდობა. მარტო მიშა არ იყო,მისი თაობის ახალგაზრდები ჩაშვებულები იყვნენ ნარკოტიკებში,თოლორდავაც იმავე თაობის არის. ახლობელი მყავს მსახიობი,მიშას თაობის არის და როცა რაღაცას ხარშავდნენ,მაშინ შევუსწარი ჩემს ბავშობაში. მისი ძმაკაცი ნარკოტიკის მაღალი დოზით გარდაიცვალა,თვითონ ნარკოტიკებს არა,მარა დასალავს მიეძალა. ცნობადი ხალხი ვახსენე,რადგან ასე უფრო ადვილი მისახვედრია. ამ შეცდომაზე პასუხიმგებელია იმ პერიოდში ყველა პოლიტიკოსი თუ სრულწლოვანი მოქალაქე,გინახავს დაჭერილი ვინმე? ეხლა,რას ვაკეთებთ ჩვენი თაობა,იგივეს ვაწვებით და თქვენ თაობას ვუნგრევთ მომავალს. ჩვენ ხომ დაგვინგრიეს და მოდით ჩვენც დავუნგრიოთ მომავალ თაობებს ცხოვრება. მეც პასუხიმგებელი ვარ ამ ტრაგედიაზე,არც ელექტრიკი ვარ და არც პრარაბი,მაგრამ როგორც მოქალაქეს მეტი უნდა გამეკეთებინა. წარმოდგენა არ მაქვს,როგორ უნდა გამეკეთებინა მეტი,რომ მცოდნოდა გავაკეთებდი,მარა პასუხისმგებელი ვარ მაინც,რადგან არ ვარ ნორმალური მოქლაქე. როცა ხედავ უპასუხმგებლობას,იქვე უნდა დააკლა ბუზივით და მერე აღარ იქნებიან ახალგაზრდები,რომლებიც შადრევანში იღუპებიან.
2022, 19 ოქტომბერი, 8:48
როგორც ერი განვიცდით ძალიან დიდ რეგრესს,ისინი მართლაც აბრალებდნენ ღვინიაშვილს იმ ბავშვის მკვლელობას,განსაკუთრებით აქტიურობდა გივი ბერიკაშვილის,ხოლო ახლა,ესენი აბრალებენ ქოცებს მკვლელობას. სინამდვილეში კი,ვაკის პარკის ტრაგედიაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არავის ეკისრება,არც არავინ არის დასაჭერი და გასაშოლტი. ამ ბავშვის სიკვდილი არავის სურდა,შემთხვევა მოხდა და ვიღაცამ რაღაც შეცდომა დაუშვა. შეცდომის გამო ადამიანებს არ უნდა ვიჭერდეთ,რადგან ამრალურია და განვითარებისთვისაც ცუდია. მორალური პასუხიმგებლობა უნდა დააკისრო ვიღაცას ალბათ,მაგრამ არა სამართლებრივი. კალაძე იმიტომ კი არ უნდა გადადგეს,რომ მან მოტეხა ფული(შეიძლება არც მოუტეხია ან მოტეხა) ან იმის გამო რო მას სურდა ამ ბავშვის სიკვდილი. კალაძემ ზარზეიმით გახსნა ეს შადრევანი და თავის სახელს მიაწერა მისი რეაბილიტაცია,თუ ეს შენი გაკეთებული საქმეა,მაშინ აიღოს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს. თბილისი მერის საქმე არ არის არც შადრევანი და არც გზები,ეტენება ამ საქმეში და აგოს მორალურად პასუხი. ის,რომ ელექტრიკი დაიჭირეს არის ერის სირცხვილი,იქეთ კაფელშიკს მიაყოლებენ და ერი მშვიდად დაიძინებს. სინამდვილეში კი,ელექტრიკმა დაუშვა შეცდომა,მაგრამ ეს არ იყო წინასწარ განზრახული ქმედება,შეცდა ადამიანი და ამის გამო 4-7 წლამდე ვუშვებთ ციხეში? საქართველოში არაა ეგრე,მარა კარგი სასამართლოს პირობებში ადგენენ მოტივს,რა იყო ამ ელექტრიკის მოტივი? ალბათ,ამ ბავშვის მოკვლა არა,ხოდა თუ მოტივი არ არის,მაშინ რატომ ვიჭერთ? ყველას და ყველაფერს ვაბრალებთ რაღაცას საკუთარი თავის გარდა,არც ეხლა არის გამონაკლისი. ყველა სრულწლოვანი მოქალაქე პასუხისმგებელია ამ ბავშვის სიკვდილზე,თუ საკუთარ დანაშაულს ვერ გრძნობენ,მაშინ თავში უჭირთ რაღაც.ეს ქალიც სხვას აბრალებს და თავის დანაშაულს ვერ გრძნობს,ვერც ერი გრძნობს.
2022, 18 ოქტომბერი, 15:27
ამ ათას პრეზიდენტზე გადამხტარს რაღა უნდა?
0 1 4